 |
| ანატოლიის ნეოლითური ხანის ძეგლები |
გობეკლი თეფე (თურქ.
Göbekli Tepe;
ქართულად ითარგმნება, როგორც "მუცლიანი გორა") — ადრეული ნეოლითური ხანის ძეგლი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ- აღმოსავლეთ ანა ტოლიაში, ტავრის მთისწინებში, ქალაქ შალიურფადან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 760 მ-ზე, ხელოვნურად გაშენებულ ბორცვზე, რომლის
სიმაღლეა 15 მ., ხოლო დიამეტრი 300 მ. ძეგლი გადაჰყურებს ჰარანის დაბლობს და მდინარე ბალიხის სათავეს (ევფრატის ერთ-ერთ შენაკადი).
გობეკლი თეფემ, რომელიც კლდოვან მთის მწერვალზე თავისმრივ მსოფლიოში ცნობილ უძველესი ლათინურ T ფორმის ქვის სვეტებისგან აშენებული კონსპლექსია, ნევალი ჩორთან (მდებარეობს 30 კმ-ში) ერთად ერთგვარ რევოლუციას დაუდო საფუძველი ევრაზიის ნეოლითური პერიოდის მეცნიერულ გაგებაში (მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ "ნეოლითური რევოლუცია" სამხრეთ-დასავლეთ აზიაში იყო „გაწელილი და ცვალებადი"), კერძოდ მიიჩნევა რომ გობეკლი
თეფეს აშენებიდან დაახლ. 500 წლის შემდეგ (ნევალი ჩორი გიობეკლი თეფესგან განსხვავებით
ოდნავ ახალგაზრდაა) და მის შემდეგაც, სანამ მსოფლიოში ნეოლითელი ხანის ადამიანი კონკრეტულ
ადგილას დამჯდარ ცხოვრებას დაიწყებდა, განავითარებდა მიწათმოქმედებას და მოიშინაურებდა
პირუტყვს, ნევალი ჩორი და გიობექლი თეფე უკვე ყოფილა ათვისებული, შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ აქიდან იწყება მონადირე-შემგროვებლობიდან მწარმოებულ მეურნეობაზე გადასვლა (ე.წ ნეოლითური რევოლუცია").
 |
ადგილი აერო გადაღების ხედი
|
2018 წელს ძეგლი საკუთარი გამორჩეული მნიშვნელობის(ღირებულების) აღსანიშნავად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოხდა "ადამიანის მიერ შექმნილი მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთ პირველი მტკიცებულების" სტატუსით.
გათხრები:
ძეგლი აღმოჩნდა 1963 წელს სტამბოლისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული
დაზვერვების შედეგად (სასოფლო აქტივობების შედეგად ძეგლის ზედა ფენები გარკვეულწილად
დაზიანებული სახით იპოვეს, რამაც საფუძველი დაუდო ტერიტორიის დაზვერას). ძეგლის ზედა ფენები შეიცავდა კირქვის გატეხილ ფილას, ამიტომ იმ დროს ჩათვალეს, რომ ბორცვი სხვა არაფერი იყო, თუ არა შუა საუკუნეების მიტოვებული სასაფლაო, ამიტომ არ განზრახულად ძეგლის მიზანმიმართული გათხრა.
ბორცვის შესწავლა, მნიშვნელობის დადგენა, დათარიღება, გათხრა წილად ხვდა გერმანული არქეოლოგის გუნდს კლაუს შმიდტის ხელმძღვანელობით, რომელიც მანამდე მუშაობდა ნევალი
ჩორის ძეგლზე და ის ეძებდა ახალ ადგილს გათხრებისთვის.
 |
| კლაუს შმიდტი გობეკლი თეფეს ძეგლზე |
ამისთვის 1996 წელს კლაუს შმიდტმა მოინახულა ნევალი ჩორის სიახლოვეს ადგილები და აგრეთვე გაეცნო 1963 წელს ჩიკაგოსა და სტამბოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ დაზვერვით სამუშაოების შესახებ ცნობებს, რის შემდეგადაც გადაწყვიტა ხელახლა გადაემოწმებინა გობეკლი თეფეს
ტერიტორია. ჩათვალა, რომ ტერიტორიაზე არსებული ქვის ფილები შესაძლებელი ყოფილიყო პრეისტორიული ხანის, ვინაიდან ისინი მსგავსებას ავლენდნენ ნევალი
ჩორზე აღმოჩენილ მონუმენტური კომპლექსთან. მალევე შმიდტმა მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ შანლიურფას უნივერსიტეტთან ერთად ტერიტორიის გათხრა დაიწყო, რომელი მიმდინარეობდა 1996 წლიდან - 2014 წლამდე.
2014 წელს კლაუს შმიდტის გარდაცვალების შემდეგ, ძეგლზე მუშაობა გააგრძელა სტამბულის უნივერსიტეტის, შანლიურფას მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის
ერთობლივმა ექსპედიციამ თურქი პრეისტორიკოსის ნეჯმი კარულის ხელმძღვანელობით.
2021 წლის მონაცემებით ძეგლის მხოლოდ 5% გათხრილი.
დათარიღება
1998 წელს გობეკლი თეფეს ასაკი ქვის იარაღების ტიპების საფუძველზე კლაუს შმიდმა PPN-ით განსაზღვრა, თუმცა მან ვერ შეძლო ძეგლის აბსოლიტურ ქრონოლოგიის დასახელება, რასაც კიდევ დიდი ხანი დასჭირდა. საბოლოოდ გობელიკ თეფეს ქრონოლოგიური ჩარჩო მერყეობს X-IX ათასწლეულით, დაახლ. 500-1000 წლით ადრე, ვიდრე კლაუს შმიდტს ეგონა. ბორცვი გამოიყენებოდა ორ პერიოდში, კერძოდ უკერამიკო ნეოლითი A (PPNA, დაახლოებით 9600–8800 ძვ. წ.) და უკერამიკო ნეოლითი B (PPNB, დაახლოებით 8800 და 7000 ძვ. წ.), როდესაც ბორცვზე ჩანს მოსახლეობის მრავალწლიანი აქტივობა, როგორც სოციალური, ისე სარიტუალური სახისა.
 |
| გობეკლი თეფეს ნანგრევები |
III ფენა (უძველესი)
პირველ ეტაპი ბორცვი წარმოდგენილია, როგორც წრიული ნაგებობის შიდა
სივრცერში (მისი დიამეტრი 30 მეტრია) კედლების
გასწვრივ ცენტრშიც განლაგებულია
ქვის დიდი სტელები (ლათინური
T ფორმის ქვის
სვეტები),
რომლებიდანაც ორი ყველაზე დიდი ზომის ერთმანეთს პირისპირ უყურებენ.
შეიძლება ვთქვათ რომ ეს სვეტები შემდეგნაირად
არის ორგანიზებული: კირქვის პლატო, რომელზეც ძეგლი მდებარეობს შემოსაზღვრულია კედლებითა და
არხებით, რომლიდანაც ერთ-ერთში (სამხრეთ მხარეს მდებარე არხიდან) სავარაუდოდ გობეკლი თეფეს ადამიანები მოიპოვებდნენ
ქვის მონოლითებს, ხოლო ბორცვის დასავლეთ მხარეს, სადაც დამუშავებულ ლომისებრი ფიგურასთან ერთად დიდი რაოდენობის კაჟისა და მარმარილოს კირქვის ფრაგმენტები იყო მიმოფანტული, ჩნდება ვერსია მდებარეობდა ის სახელოსნო
(მდებარეობს დაახლოვებით 100 მ-ით, დაახლ. 330 ფუტში სვეტებიდან), სადაც ამზადებდნენ იმ სტელებს.
T-ს ფორმის სტელების დახმარებით შეიძლება შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა პრეისტორიული რელიგიისა და იკონოგრაფიის შესახებ, კერძოდ ისინი შემკულია აბსტრაქტული, ამოუცნობი პიქტოგრამებით, აგრეთვე სხვადასხვა ცხოველთა (გველი, ტახი, მგელი, ლომი, ხარი, მელია, იხვი და სხვა) დაბალი ბარელიების ტექნიკითაა ორნამენტირებული. თითოეული
ბარელიეფი გამოირჩევა თავისი ნატურალისტურობითა და დინამიკურობით. მიიჩნევა რომ პიქტოგრამები შესაძლებელია წარმოადგენდნენ საკრალურ სიმბოლოებს, რომელიც გავრცელებული იყო
ნეოლითურ მღვიმურ სადგომებში, ხოლო ცხოველთა თუ ფრინველთა რელიეფი ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ფაუნის განსახიერება (პრეისტორიის ადამიანები გაზელებისა და სხვა გარეული ცხოველების ნახირსა და დაბლობში ნაზად გავალ მდინარეებს, რომლებიც იზიდავდნენ გადამფრენ ბატებსა და იხვებს, უყურებენ და აღწერენ საკუთარ იკონოგრაფიაში), ან მათი კულტის მანიშნებელი.
 |
| წრიული ნაგებობის ცენტრი |
გობეკლი თეფეზე აღმართული ლათინური T-ს ფორმის მასიური მეგალითები, როგორც ფიქრობენ, სარიტუალო ადგილის ხასიათს ატარებს, ამიტომ კლაუს შმიდმა ძეგლს უწოდა "მსოფლიოს პირველი ტაძარი", რომელიც სავარუდოდ მიცვალებულის კულტს ეძღვნებოდა, ხოლო მათზე
გამოსახული ცხოველები მიცვლებულებს იცავდნენ, თუმცა ვინაიდან ძეგლი ბოლომდე შესწავლილი არ არის
არსებითად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუნდაც არ ვიცით რას ემსახურებოდა მის ინტერიერში ნაპოვნი ქვის
სკამები ან როგორი გადახურვა ჰქონდა ჰქონდა მას. ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია რომ იატაკი ნევალი ჩორის მსგავსად მოცემენტებულია და აგრეთვე სულ 200-ზე მეტი სვეტია (ისინი ერთდროულად ქმნიან სულ 20 წრეს). სვეტების სიმაღლე 6 მეტრია, ხოლო წონა 20
ტონა და მათ 100-150 მეტრზე გადასაადგილებლად საჭირო იყო დაახლ. 500 ადამიანი
მაინც (შმიდტის აზრით).
აქვე უნდა აღინიშნოს რომ T-ს ფორმის სვეტის ქვედა ნაწილშიც გამოსახულია რამდენიმე ადამიანის მსგავსი მკლავები, რაც სავარაუდოდ ღვთაების სტილიზებულ გამოსახულებას წარმოადგენს (შმიდტის აზრით).
II ფენა
 |
| სვავის რელიეფები |
მეორე ფაზა, ე.წ უკერამიკო ნეოლითი B
(PPNB), რომელიც მოიცავს მეცხრე ათასწლეულს. ამ დროს უპირატესობა ენიჭება წრიული ნაგებობის ნაცვლად ოთხკუთხა ოთახებს, ვინაიდან მართკუთხა ნაგებობა მთლიანი სივრცის უკეთ გამოყენებას უზრუნველყოფდა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ნაგებობის დანიშნულება იგივე რჩება და ახალ ინოვაციას ერთვის ისეთივე აღმართული სვეტები, რაც ძველ ფენაში იყო აღმოჩენილი, მაგრამ ერთი განსხვავებით - სვეტები უფრო პატარა ზომისაა
(სვეტები იწონიან 10 ტ). მეორე სტრატიგრაფიული ფენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგიერთი უკარო და უფანჯრო მართკუთხა ნაგებობის იატაკი გაპრიალებული კირისგან არის ნამზადები, რაც მსგავსებას ავლენს მოგვიანო ეტაპის- რომაულის იატაკთან.
სტელები კვლავ უხვად
არიან მორთული აბსტრაქტული თუ ანთროპომორფული სტილებით:
ველური ცხოველებისა და ფრინველთა დეტალებით (ლომებით,
ხარებით, მელიებით, ქურციკებით, ლეოპარდებით,
რეპტილიებით, სვავებით). ფრინველებიდან ყველაზე პოპულალური სვავი შეიძლება სიკვდილთან ასოცირდებოდეს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ვინაიდან სვავის გამოსახულებები ცნობილია, როგორც ჩათალ ჰუიუქის ძეგლიდან, ისე იერიქონიდან, მიიჩნევა რომ ადრეული ნეოლითის პერიოდში ანატოლიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე სიკვდილი იყო წინასწარ განზრახული პროცესი, ხდებოდა მიცვალებულებისთვის შინაგანი ორგანოების ამოცლა და მხოლოდ ძვლებს ტოვებდნენ, სავარაუდოა რომ სწორედ ამ მიზნით გამოსახავდნენ სვავებსაც.
 |
| ტოტემი |
ნეოლითური ბ ფაზითვე თარიღდება 2010 წელს აღმოჩენილი ერთი ადამიანის მსგავსი ფიგურა ტანსაცმლითა და რელიეფებით, რომელსაც პირობითად უწოდებენ „ტოტემს“. ერთი შეხედვით ტოტემი ჩრდილო ამერიკულს წააგავს. მისი სიმაღლე 1.92 მ და დიამეტრი 30 სმ. მასზე გამოსახულია რამდენიმე ფიგურა (ზემოდან ქვემოთ): მტაცებელი ცხოველი (ეს ნაწილი შეიძლება იყოს დათვი), ხოლო ბოლოში ჩანს ადამიანის კისერი და მკლავები. ტოტემი დაზიანებულია მისი სრულყოფილი ინტერპრეტირება საკმაოდ რთულია. მსგავსი ფიგურის ფრაგმენტები ასევე აღმოაჩინეს დაახლ. 20 წლის წინ თურქეთის სხვა ადგილას, ნევალი ჩორში.
I ფენა
I ფაზაა არის ბორცვის ყველაზე მაღალ (ზედა) ფენა, რომელიც შედგებოდა ეროზიით გამოწვეული ფხვიერი ნალექებისგან. ამ ფენის გამო გორაკის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის შეუძლებელია. აღნიშნული ფენა თარიღდება დაახლ. ძვ.წ 8 ათასწ. როდესაც ძეგლს დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა,კერძოდ მიიჩნევა რომ მეურნეობისა და აგრარული კულტურის განვითარებამ აქ მცხოვრები მონადირე შემგროვებელი ხალხის შევიწროება გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ, ხალხმა უბრალოდ კი არ მიატოვა ეს ძეგლი არამედ „დამარხა“ (დაახლ. 300 დან 500 მდე კუბური მეტრი მიწა მიაყარეს სამლოცველოს) ის.
სხვა არტეფატები
 |
| სავარუდოდ რეპტილია |
 |
| ღორი |
გობეკლი თეფეს ნაგებობებებში აღმოჩნდა აგრეთვე რამდენიმე პატარა მოჩუქურთმებული ქვა, რომლებიც, როგორც წესი, არ მიეკუთვნება ამა თუ იმ პერიოდს, თუმცა მათი იკონოგრაფია მსგავსია სვეტების და ძირითადად ცხოველებს ანსახიერებს.
სამარხები
შმიტდის აზრით, სამარხები წრიული შენობის კედლების უკან უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა რომ მან ვერ მოასწრო რაიმე სამარხის პოვნა, თუმცა 2017 წელს სწორედ შმიდტის დასახელებულ ადგილზე აღმოაჩინეს ადამიანის თავის ქალას ფრაგმენტები, რომლებსაც ზედაპირზე ეტყობოდა მრავალი ჭრილობების კვალი. გობეკლი თეფეს აღმოჩენა გაიგივებულია ნეოლითური ხანის თავის ქალას კულტთან, რომლებიც გამოვლენილია უკერამიკო ნეოლითი B-ს პერიოდის ისეთ ადგილებში, როგორებიცაა აინ მალაჰა, თელ ეს-სულთანი (ე.წ იერიქონი ) და იფტაჰელი.
მაცხოვრებლები
კლაუს შმიდტის აზრით, გობელიკ თეფეს იყენებდნენ სხვადასხვა ტერიტორიიდან შეკრებილი მომთაბარე-მონადირე შემგროვებელთა ჯგუფები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში და მათ დიეტას ავსებდნენ მოშინაურებული მარცვლეულის ადრეული ფორმებით, თუმცა გობეკლი თეფეზე მათი მოშინაურება არ განუზრახიათ (გობელიკ თეფეზე არ ჩანს მეურნების განვითარების კვალი, თუმცა აქ აღმოჩენილი საფქვავი ქვებისა და სანაყეების არსებობა მარცვლეულის დამუშავებაზე მიუთითებს, ხოლო სხვა მტკიცებულებები აღნიშნავს გაზელებზე ფართომასშტაბიანი ნადირობას შუა ზაფხულსა და შემოდგომას შორის, შესაბამისად აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ადამიანები კვლავ იყვნენ მონადირე-შემგროვებლები).
აღსანიშნავია, რომ მონადირე-შემგროვებელი ჯფუფები გობეკლი თეფეზე, როგორც რელიგიურ ცენტრზე, მუდმივი მოსახლეობით ან მცირე რაოდენობით საკუთარი პრუდუქტით პერიოდიულად იკრიბებოდნენ და სწორედ აქ რელიგიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯგუფის ლიდერები ანაწილებდნენ შრომას და აკონტროლებდნენ მუშახელს. ეს ფაქტი შეიძლება გაიგივებული იქნას პირველად სოციალური დაყოფასთან, რაც გობეკლი თეფეზე ბევრად უფრო ადრეული პროცესია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში.
ადგილის გეოგრაფიული ფონი
 |
| ბორცვის თანამედროვე ხედი |
ანატოლიის რეგიონის PPN (კერამიკულ ნეოლითამდე პერიოდი) საიტების უმეტესობის მსგავსად, გობეკლი თეფე აშენდა მაღალ წერტილზე მთების კიდეზე, რაც მის ლიდერებს საშუალებას აძლევდა, როგორც დაბლობის ისე მაღლობის კონტროლის საშულებას. ამ მდებარეობამ მშენებლებს ასევე მისცა კარგი ხელმისაწვდომობა ნედლეულზე: რბილი კირქვის ფსკერზე, საიდანაც კომპლექსი უნდა აშენებულიყო და კაჟი, რომელიც კირქვის დასამუშავებელი იარაღების დასამზადებლად უნდა გამოეყენებინათ. იმ დროს, როდესაც გობეკლი თეფე იყო დაკავებული, ტერიტორიის კლიმატი უფრო თბილი და ნოტიო იყო, ვიდრე დღეს არის. იგი გარშემორტყმული იყო ღია სტეპური მდელოებით, უხვი ველური მარცვლეულით, მათ შორის ხორბალით და ქერით, აგრეთვე ჰქონდა ისეთი საძოვრები, რომლებიც იზიდავდა სხვადასხვა ცხოველს: გარეულ ცხვარს, გარეულ თხას, გაზელს, რაც კარგად ასახულა იმ დროინდელი ადამიანის იკონოგრაფიაშიც. „ეს ტერიტორია სამოთხეს ჰგავდა“- ამბობდა შმიდტი. მართლაც, გობეკლი თეფეს ფლორისა და ფაუნის მრავლფეროვნება განაპირობა მისი ესოდენ ღირებულებას, ამიტომ გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო რატომ მოდიოდნენ მონადირე-შემგროვებლების სულ სხვადასხვა ტერიტორიებიდან (მათ ყველაფერი ჰქონდათ საარსებოდ).
ამდენად, ანატოლია მკაფიოდ წინ უსწრებდა წინაა აზიის სხვა რეგიონებს ნეოლითის ეპოქის მთელს მანძილზე და გობეკლი თეფე ამის დამადასტურებელ მაგალითს წარმოადგენს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ფუთურიძე მარინე, მოკლე სალექციო კურსი, გობეკლი თეფე.
რესურსები ინტერნეტში
Comments
Post a Comment