ჩათალ ჰუიუკი
ჩათალ ჰუიუკის მდებარეობა რუკაზე ჩათალ ჰუიუკი ( თურქ. Çatalhöyük ) — ყველაზე დიდი და საუკეთესოდ შემონახული ნეოლით-ენეოლითის ხანის დასახლება ანატოლიშია. მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში , ქალაქ კონიადან სამხრეთით დაახლ. 50 კმ-ში, ჰასანის მთიდან (ვულკანი ანატოლიაში) 140 კმ-ში (87 მილში). ჩათალ ჰუიუკის დასახლება , რომლის სახელი მომდინარეობს ახლანდელი ქალაქის მიხედვით, აგებულია დაახლ. 21 მეტრის (66 ფუტი) ალუვიურ თიხით შემდგარ ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს კონიის პლატოს, სადაც გაედინება ჩარშამბის მდინარე ( თურქ. Çarşamba ) . ბორცვს დასავლეთიდან ესაზღვრება შედარებით პატარა ბორცვი, ხოლო მის აღმოსავლეთით (დაახლ. 100 მეტრში) კი ბიზანტიური დასახლება. ...