ჩათალ ჰუიუკი

ჩათალ ჰუიუკის მდებარეობა რუკაზე
          ჩათალ ჰუიუკი (თურქ. Çatalhöyük) —  ყველაზე დიდი და საუკეთესოდ შემონახული ნეოლით-ენეოლითის ხანის დასახლება ანატოლიშია. მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ კონიადან სამხრეთით დაახლ. 50 კმ-ში, ჰასანის მთიდან (ვულკანი ანატოლიაში) 140 კმ-ში (87 მილში).  
            ჩათალ ჰუიუკის დასახლება, რომლის სახელი მომდინარეობს ახლანდელი ქალაქის მიხედვით, აგებულია დაახლ. 21 მეტრის (66 ფუტი) ალუვიურ თიხით შემდგარ ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს კონიის პლატოს, სადაც გაედინება ჩარშამბის მდინარე (თურქ. Çarşamba). ბორცვს დასავლეთიდან ესაზღვრება შედარებით პატარა ბორცვი, ხოლო მის აღმოსავლეთით (დაახლ. 100 მეტრში) კი ბიზანტიური დასახლება.                         
        ასახლების კარგმა მდებარეობამ ხელსაყრელი გარემო პირობები შექმნა შემდგომი მრავალპროფილიანი საქმიანობის წარმართისთივის (ალუვიურ თიხას იყენებდნენ მშენებლობისთვის). მიუხედავად იმისა რომ დღეს ამ უზარმაზარი ბორცვის მეოთხედით კი არ არის არქეოლოგიურად შესწავლილი, მაგრამ რაც გაითხარა მან უზარმაზარი მნიშვნელობისა და რაოდენობის მასალა მოგვცა ნეოლითური ხანის ანატოლიის მოსახლეობის ცხოვრების წესის შესახებ, კერძოდ ვიგებთ რომ ჩათალ ჰუიუკი ანატოლიის სხვა ნეოლითური ხანის (მათი რაოდენობა 20-ს აღწევს) დასახლებებს შორის ერთგვარ „დედაქალაქას“ წარმოადგენს, ვინაიდან იგი გამოირჩეოდა განვითარების მაღალი დონით თითქმის ყველა სფეროში: სოფლის ტიპის დასახლების  
ჩათალ ჰუიკის დასახლების
რეკონსტრუქცია
 
არქიტექტურულ და სამშენებლო სიახლეებში, მრგვალი ქანდაკებების, მეთუნეობის არნახულ დაწინაურებაში, კედლის მხატვრობის, ცხოველის მოშინაურებისა და ნათესების მრავალფეროვანი სახეობის კულტივირებაში და სხვა. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს მაღალგანვითარებული და უნიკალური ნიმუშები სამეთუნეო, ქანდაკებებისა თუ სამშენებლო კონსტრუქციათა მხრივ, რაც წინა აზიის სხვა რეგიონებისთვი ჯერ კიდევ უცნობი იყო.            
           2012 წელს ჩათალ ჰუიუკის არქეოლოგიური ძეგლი გამორჩეული ღირებულების გამო, როგორც ადამიანის ნომადური ცხოვრებიდან კონკრეტულ ადგილას დამჯდარ ცხოვრებაზე გადასვლის მტკიცებულება, შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

             გათხრები

               ჩათალ ჰუიუკის ძეგლის გათხრები მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მიმდინარეობს და დღემდე გრძელდება.  
                1958 წელს პირველად ბორცვის შესწავლა, მნიშვნელობის დადგენა, დათარიღება და გათხრა წილად ხვდა ბრიტანელი არქეოლოგ ჯეიმზ მელაარტს, რომელიც მანამდე ანატოლიის სხვა ძეგლზე - ჰაჯილარზე მუშაობდა და ეძებდა სხვა ადგილს გასათხრელად (თუმცა დაზვერვები ამ ტერიტორიაზე 1951 წლიდან მიმდინარეობდა). მელაარტის ყურადღება მიიპყრო კონიის ნაყოფიერ პლატოზე გამავალი მდინარეს ნაპირას აღმართულმა ბორცვმა, რომელსაც ადგილობრივი თურქები ჩათალ-ჰუიუკს, ე.წ "ორმაგ ბორცვს" უწოდებდნენ.  
ჯეიმს მელაარტი ჩათალ ჰუიუკზე 
             1961-1965 წლამდე, 4 სეზონის განმავლობაში სწორედ მელაარტი ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის არქეოლოგიური გუნდის მიერ ჩატარებულ გათხრებს, რომელმაც დაადგინა ანატოლიის ამ ტერიტორიის განსაკუთრებულობა, თუმცა ვინაიდან მელაარტს ბრალი დასდეს "დორაკის საქმეში" (ადრე ბრინჯაოს დროინდელი იორტანის კულტურის ანტიკვარების მიტაცება, შავ ბაზარზე გაყიდვა და დაკარგვა 1950-60 -იან წლებში), საიტზე გათხრები შეწყდა. თავად მელაარტი კი ქვეყნიდან გააძევეს და თურქეთში შესვლა სამუდამოს აუკრძალეს.   
                    1993 წელს ტერიტორია ზედაპირულად დაზვერა და შემდეგ 1995 წელს გათხრები განაახლა სტენფორდის პროფესორმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა არქეოლოგმა იან ჰოდერმა (ჰოდერი იყო მელაარტის სტუდენტი). ჰოდერის, რომლის გათხრები გრელდებოდა 2018 წლამდე, მთავარს მიზანს წარმოადგენდა ძეგლი გამოეყენებინა პოსტ-პროცესუალური არქეოლოგიის განვითარებისთვის, მითუმეტეს მაშინ რომ ჩათალ ჰუიუკის ძეგლზე ყოველთვის მიმდინარეობდა ციფრული ხასიათის მეთოდოლოგიური კვლევების ექსპერიმენტულ-რეფლექსურ ხასიათის გამოყენებაზე საუბარი. ლეჰაის უნივერსიტეტის პროფესორის ელისონ მიკელის (2021 წ. გვ.6-7) თანახმად ჰოდერს სურდა ძეგლზე დაენერგა პროგრესულად დაწინაურებული კომპიუტერული ტექნოლოგიები (ე.ი თანამედროვე საველე მეთოდების), მოეხდინა მასალების დისკრეტიზაცია (გათხრების დეტალური აღწერა დღიურებშ), ვიდეოჩანაწერის გაკეთება) და საქმის კურსში ფართო საზოგადოება (ხალხის მასა) მაქსიმალურად ჩაერთო. ჰოდერს სურდა, რომ იმ კითხვებისთის გაეცა პასუხი, რაც გაურკვეველი რჩებოდა მელაარტის გათრების მიუხედვად. ალბათ ამის გამო მიმდინარეობდა ჰოდერის გათხრები შედარებით უფრო ნელი ტემპით მისი წინამორბედის განსხვავებით (თუ მელაარტმა 100 შენობა გათხარა 4 სეზონის განმავლობაში, ჰოდერი 1 სახლის გათხრას წლები ანდომებდა). მელაარტის გათხრების სტრატეგია გულისხმობდა დახვეწილი კედლის მხატვრობის აღმოჩენას, არქიტექტურას და დიდ არტეფაქტებს, ხოლო ჰოდერის არქეოლოგიური გამოკვლევა ადგილზე მოიცავს „რეფლექსურ მეთოდოლოგიას“, სადაც არქეოლოგებს ევალებათ გათხრილის ინტერპრეტირება ((მეგან კოლენი, 2016 წ, ) . 

                დღეს ჩათალ ჰუიუკის გათხრებს ხელმძღვანელობს დოქტორი ალი უმუთ ტურქჩანი თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი -  ანადოლუს უნივერსიტეტიდან.

              სტრატიგრაფია

ჩათალ ჰუიკის ნამოსახლარი დღეს
                გათხრებისას ჯ. მელაარტმა რთული სტრატიგრაფიული სურათი წარმოადგინა, კერძოდ ირკვევა რომ ძეგლზე 18 ერთმანეთის  თანმიმდევრული კულტურული ფენაა, რომლებიც განეკუთვნებიან სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას. უძველესი ფენის თარიღი რადიონახშირბადული ანალიზით (C14) განისაზღვრა ძვ.წ 7200 წლით, ხოლო უხლესი ძვ.წ 5700 წლით. 

            

            არქიტექტურა

            ჩათალ ჰუიუკის დიდი ნასოფლარი ტერასული დაგეგმარების პრინციპითაა აგებული. ნაგებობები იკავებს ბორცვის 13 ჰა (32 აკრი) ტერიტორიას. ყოველი შენობა მართკუთხაა, ისინი აგებულია ტალახის აგურებით და თითოეული წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომლებსაც მჭიდრო, ერთმანეთთან მიჯრით განლაგება (აქ არ არსებობდა საფეხმავლო ბილიკები ან ქუჩები) და შიდა ეზოების თითქმის არარსებობა ახასიათებდა. სახლებში ბანური გადახურვის პრინციპი მოქმედებს, ხოლო ჭერში და სახლის გვერდითა კედლებზე დატანილი ღიობი განაპირობებდა ყოველდღიური ყოფის გარკვეულ ტრადიციას. ისინი გამოიყენებოდა, როგორც სინათლისა და ვენტილაციისათვის (მაგ. კერებიდან ან ღუმელიდან კვამლის გარეთ გადინება ხდებოდა), ისე სახლებში შესვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი მეშვეობით (ვინაიდან არ არსებობდა ფანჯარა და კარები). მიჩნეულია რომ სახლის ბანური სახურავი იყო თანამედროვე ქუჩის "მოდელი", სადაც ხდებოდა შეკრება მოსახლეობის თავშეყრა კარგ ამინდში (დროთა განმავლობაში სახურავზე შენდება ღუმელებიც კი). ერთი ნაგებობებიდან მეორეზე მიღწევა შეიძლებოდა სახლის გვერდით (უმეტესად სამხრეთით) მიდგმული ხის ციცაბო კიბეებით. 
ჩათალ ჰუიუკის სახლების რეკონსტრუქცია
              სახლების, რომელიც რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა, ინტერიერი დასრულებული იყო თაბაშირის გლუვი ფენით. კედლები ხშირად მოხატული სხვადასხვა ფრესკებით, ხოლო ავეჯი დამზადებული იყო თიხისგან.         
            მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით დაუდგენელია ზოგიერთ ოთახის დანიშნულება, ცნობილია რომ სახლების სამხრეთ მხარეს გამართული იყო სამზარეულო და ღუმელები. 

             აღსანიშნავია მასშტაბურად დიდი ზომის ოთახები, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ორგანიზებულია ხარის თავებით გაკეთებული ბარელიეფები და ასევე ხარის რქების ვერტიკალური მწკრივით გაფორმებული კედლის ნიშა, ომელსაც მელაარტი მიიჩნევდა სამლოცველოდ. მსგავსი ტრადიცია შეიძლება გავიგოთ: ადრეულ საფეხურზე ადამიანს სამლოცველო ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცალკე ორგანიზებული, ამიტომ ამისთვის თავისი სახლის აღმოსავლეთ კედელს იყენებს. აქვე ხარის ნიშის წინ გამართული კერაა, რომელშიც ნაცრის სქელი ფენა და  მცირე პლასტიკის ცხოველთა შეწირული ფიგურები აღმოჩნდა.                                  
ხარის ნიშა აღმოსავლეთის კედელზე
             ჩათალ ჰუიუკის ყველა ოთახს უზადო სისუფთავის კვალი ამჩნია, კერძოდ სახლებში მოსახლეობის მიერ დატოვებული საყოფაცხოვრებო ნაგვის (საკვების, ნამწვავი ნაცრის, კანალიზაციის და სხვ.) მინიმუმი გამოვლინდა.  

                   აღსანიშნავია, რომ თითოეულ სახლს ეტყობა დროთა განმავლობაში დანგრევისა და ხელახალი რესტავრაციის კვალი ემჩნევა, შესაბამისად ძველი ნაგებობაზე კეთდებოდა ახალი ნაგებობა. ასე კი ნელ-ნელა მაღლდებოდა ძეგლის სიმაღლე, სწორედ ამიტომ შეიქმნა ხელოვნური ბორცვი და 18 დასახლების სტრატიგრაფიული დონეც.   


            კედლის მხატვრობა

               ჩათალ ჰუიუკის ნამოსახლარის ზოგიერთი სახლის თუ სამლოცველოების კედლები დაფარული იყო დეკორატიულობით და სიუჯეტური მრავალფეროვნებით გამორჩეული სცენებით. კედლის მხატვრობისას შერჩეული ფერების კონტრასტული შეხამებება ინტერიერის მოწყობის მაღალ ტექნიკურ ხერხებსა და მათ შემქმნელთა გემოვნებაზე ლაპარაკობს, რომ ჩათალელს ბადალი არ ჰყავდათ კედლის მხატვრობაში. 
            ჩათალის თითოეული ფრესკა სხვადასხვა მკვეთრი ფერთა გამის გამოყენებითაა შესრულებული და პროპორციული და ნატურალისტური ფორმებით ხასიათდება. თითოეული მაღალი მხატვრული ღირებულების ცალკე ნაწარმოებია, რომელიც მთლიანობაში ქმნის ინდივიდუალურ ნეოლითურის ხანის ფრესკულ ხელოვნებას, რომელმაც გავლენა იქონია სხვა ადგილების ხელოვნებაზე.
        მელაარტმა ეს ნახატები დაყო სხვადასხვა ჯგუფებად დიზაინისა და მათზე აღწერილი წარმოდგენების მიხედვით: 
        1) გეომეტრიული დიზაინები, როგორც მონოქრომული, ასევე პოლიქრომული, ზოგჯერ საკუთარი თავის ან სარკისებური გამოსახულებების გამეორება.
        2) სიმბოლური გამოსახულებები, როგორიცაა "წრეები, როზეტები, ვარსკვლავები, სტილიზებული ყვავილები, სვასტიკები და სამკუთხედები. 
        3) „პანელები მოხატული ხელის ანაბეჭდებით და სილუეტებით, ჩვეულებრივ გეომეტრიული ან ნატურალისტური ნიმუშების ჩარჩოში მოქცეულნი.
        4) „ნატურალისტური გამოსახულებები, რომლებიც აღწერენ ადამიანის ფიგურებს (მამაკაცი, ქალი) და ცხოველებს. მათ შორის ირემი, დათვი, ხარი, ფრინველი, ლეოპარდი, სვავები. ისინი დაჯგუფებულია დახვეწილ სცენებად, როგორიცაა ნადირობა, რიტუალური სცენები. 
        5) სურათები, რომლებიც გვიჩვენებს პეიზაჟებს, ანუ დასახლების სტრუქტურას ვულკანის ფონზე.
            ჩათალის კედლებზე ქვედა ნაწილებზე, იატაკებზე, პლატფორმებზე უმტესად წითელი ფერით გადმოცემულ ნახატებში ჩაწერილია მთლიანი ისტორია, ნარატივი, სიუჯეტი, თუმცა, ვინაიდან ნეოლითელი ხანის მითოლოგიისა და რელიგიური წარმოდგენების შესახებ ბევრი მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ამიტომ ფრესკების ცალკეულ სიუჟეტთა და სახეების ახსნა გარკვეულად ძნელდება.  
            ამ სიუჟეტთა შორის უნდა აღინიშნოს:
ვულკანის ამოფრქვევა
 (აღდგენილი)
         1. ვულკანის ამოფრქვევის სცენა (სავარაუდოდ რეალურად მომხდარა ეს ბუნებრივი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ჩათალ ჰუიუკის ბორცვიდან კარგად ჩანდა ვულკანის ყელი, შესაძლებელია ბუნებრივი მოვლენის შთაბეჭდილება ზედმიწევნით გადმოსცეს კიდეც დასახლების მცხოვრებლებმა), 
        
ნადირობის სცენა
        2. ნადირობის სცენები (აწ უკვე გადაშენებული გარეულ ხარზე ე.წ "auroch''- სა და ირმებზე ნადირობა), სადაც ცხოველები ნატურალისტურადაა გადმოცებული, ანთრომორფულ ფიგურებთან შეხამებაში. 
        3. ლეოპარდის ტყავში გამოსახული გვირგვინია მამაკაცი, რომელიც სავარუდოდ დაწინაურებული გვარიდან მონადირე უნდა ყოფილიყო, რადგან მას წელის გარშემო აცვია მოკლე ლეოპარდის წინსაფარი (უმეტესად მიიჩნევა ლეოპარდთან, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ პანტერის ტყავია ეს), რაც საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა,  ფრესკაში იგრძნობა რომ ადამიანის ფიგურის მოძრაობაში გადმოცემა, კერძოდ კუნთები ოდნაც დაჭიმულია, ხელში უჭირავს იარაღი, ამიტომ ვარაუდობთ, რომ სავარაუდოდ ნადირობის (მსგავსი იკონოგრაფიით ხასითდება ხარებზე მონადირებიც) პროცესშია.  მეორე მხრივ საყურარებო ფაქტია, რომ ლეოპარდის ტყავით დაფარვა ასოცირებულია მამაკაცის ერექციას, ნადირობის პროცესში. 
        3. მამაკაცის ფალოსის სურათი, რაც სავარუდოდ აღიქმებოდა ნაყოფიერებასთან.
       4. ლომების სკულპტურული ფიგურები, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ უყურებენ.        5. საკულტო მნიშვნელობის მქონე სიუჟეტი, რომელიც ადამიანის ხელის მტევნების წითელი საღებავით შესრულებულ მარტივ და საბაზისო კომპოზიციას გადმოგვცემს. ხელის ანაბეჭდი მარცხენა ხელის კედელზე მიდების საფუძველზე დარჩენილა. 
        6. სვავების გამოსახულება, რომელიც თავს აცლიან ადამიანს. ერთგვარად ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გობეკლი თეფესთან, სადაც ფრინველებიდან  ყველაზე პოპულალური იყო სვავი, რაც შეიძლება სიკვდილთან ასოცირებულიყო. ე.ი სიკვდილი იყო წინასწარ განზრახული პროცესი, ხდებოდა მიცვალებულებისთვის შინაგანი ორგანოების ამოცლა და მხოლოდ ძვლებს ტოვებდნენ, სავარაუდოა რომ სწორედ ამ მიზნით აწუხებდნენ სამარხებს, კერძოდ მოსახლეობა დამარხვამდნენ სხეულს ღია ცის ქვეშ ქალაქიდან შორს ტოვებდნენ სანამ სვავები არ მოაცილებდნენ მთელს ხორცს და აბრუნებდნენ საკუთარ ადგილას).
         7. წითელი ხარზე ნადირობა მეხუთე ტაძირდან,  სადაც მხატვარმა კარგად მონახა ადამიანთა მოქნილი და ფრთხილი მიპარვის , ხარის მახეში გამბის, მისი მიერ 
შეუმჩნეველი საფრთხის გამო დაუფლებული სიმშვიდის დარღვევის ხერხები და სიკვდილი (როგორც ადამიანთა, ისე ხარის). ნახატის პროპორციებია არა ზუსტია, ე.ი გვთავაზობს ასიმეტრიას, თუმცა იგი ადამიანის ან ანთრომორფული ფიგურის დამახასიათებელი ცალკეული ნიშნების ხაზგასმით გამოსახვითაა გადმოცემული (ზედმიწევნით ასახავს დინამიკის პროცესს, იარაღის მოქნევას, სირბილს). ერთგვარად ყურადღებას იპყრობს ფერების გადმოცემა, კერძოდ წითელი და შავი მონადიერები ასახვს თუ არა გენდერის გადანიწელების საქმეს?, ანუ არქეოლოგებისთვის უცნობია ვინ ნადირობდა და ვინ იტყუებდა ცხოველს (ამ მხრივ საყურადღებაო სიუჯეტის მარცხნივ ერთ ანთროფორმული ფიგურა, რომელიც აშკარად ქალს ეკუთვნის ვინაიდან მას ფართო თეძოები და ვიწრო, გამოყვანილი წელი, რითაც ერთვარად გამოსახავს ქალის სხეულის მშვენიერებას). განსაკუთრებულ ყურაღებას იპყრობს რომ ხარის ამგვარ გამოსახვას ანალოგები მოეძებნება კრეტულ (ხარზე ხტუნაობა, ტოლორადოს ფრესკა) ხელოვნებასა და მიკენურ ოქრომჭედლობაში (მაგ: ოქროს თასი მიკენური თოლოსის სამარხიდან ვაფიოში ლაკონიაში, რომელზედაც გარეულ ხარებზე ნადირობის დრამატული სცენა რეპუსში), თუმცა ჩათალ ჰუიუკის ეს ფრესკა არის ხარის „დამორჩლების“ გამოსახვოს ერთ-ერთი  ადრეული მაგალითია, რომელიც მსოფლიოში ამ პერიოდში არ არსებობდა (ან არსებობდა და ძალიან მცირედ). ამის კვალდკვალ შეიძლება გავიხსნეოთ ჯოაჩი ბარგერი, რომელიც მიიჩნევდა რომ ანატოლია იყო ევროპული ნეოლითის წინაპარი. ამგვარად ხარზე ნადირობის კულტი მხატვრობაში, ჩემი აზრით, შესაძლოა აითვისა ეგეოსურმა სამყარომ, სადაც სათავეს იღებს ე.წ. ტავრომახია - ხართან ბრძოლა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი ევროპაში კორიდას სახით. 
                ნახატების პირველი ტექნიკური ანალიზი ჩაატარა რიზ-ჯონსმა მეორე გათხრების სეზონზე 1963 წელს. შემდგომი კონსერვაციის სამუშაოები და ძირითადი მასალის ანალიზი ჩატარდა პამელა ფრენჩის მიერ 1968-1974 წლებში, რომელმაც გააგრძელა ანკარის ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმში გადატანილ ნახატებზე დეტალური კონსერვაციის სამუშაოები. მუშაობის დროს იგი ატარებდა ნახატებზე ქიმიური ლაქების ტესტირებას იმ მიზნით, რომ დაედგინა თაბაშირის ტიპი და განსაკუთრებით მოსახატად გამოყენებული წითელი/ყავისფერი პიგმენტის სახეობა. როგორც ფრენჩი განმარტავს, თაბაშირის ნიმუშებს ჰქონდათ მაღალი კალციუმის კარბონატის (ამონიუმის ოქსალატის მიხედვით) შემცველობა, ხოლო წითელი/ყავისფერი პიგმენტი უნდა განეხილათ სისხლად (ბენზიდინის ტესტის მიხედვით) თუმცა ეს შედეგები რამდენად სწორია გაურკვეველია. 1971 წელს თაბაშირის ზოგიერთი ნიმუში შეისწავლეს ბრიტანეთის მუზეუმის კვლევით ლაბორატორიაში რენტგენის დიფრაქციის (XRD) გამოყენებით. კვლევებმა მიუთითა, რომ ჩათალ ჰუიკის თაბაშირი მდიდარია დოლომიტით (კალციუმის მაგნიუმის კარბონატით). საბოლოო კვლევებით (იან ჰოდერის და მის თანამოაზრენის) დაადგინეს, რომ ნახატების შექმნა დამოკიდებული იყო პიგმენტების, ბათქაშის, თაბაშირის ურთიერთქმედებით, ანუ შელესვა/შეღებვით. 
        საღებავების ფერები არაორგანული ჰინგმენტებიტაა მიღეული და იგი ადამიანს გამოუყენებია ბუნებაში გავრცელებულ გარკვეულ მინერალებზე დაყრნობით. ფერებში სჭარბობს რკინის ოქსიდის ტონები, რაც მიიღიათ წითელი/ყვითელი ოხრის  შერევით. სხვა ფერები, როგორიცაა მწვანე და ლურჯი სპილენძის დაფუძნებული პიგმენტებზე - მალაქიტსა და ასევე იყო აზურიტზე (ნაპოვნია სამარხებში), მანგანუმ-მოყვითალო და ტყვიის შემცველი მინერალები (ბუნდოვნად მოხსენიებული მელაარტთან) და ა.შ ერთადერთი ორგანული პიგმენტი იყო ნახშირბადი შავი და როგორც ჩანს, იგი მიღებული იყო ცხოველის ძვლების, ცხიმისა და მერქნიანი მცენარის დაწვით. 
        აღსანიშნავი ფაქტია, რომ როგორც არაორგანული, ასევე ორგანული პიგმენტები ცვლის ფერს და ბუნებას მაღალი განათების დონის, pH-ის ცვალებადობის და ტენიანობის და ჟანგბადის კონტაქტის გამო. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავდა, რომ ძნელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ნახატებში გამოყენებული წითელი ტონების მრავალფეროვნება ორიგინალური ფერები, თუ შეიცვალა თუ არა ისინი გარემოსა და ჰაერის ზემოქმედების გამო. ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით ჩათალ ჰუიკის ნახატის კონტრასზე
      

        კერამიკა

            სწორედ ჩათალზე იქნა დადასტურებული კერამიკული ჭურჭლის ტიპობრივად განსხვავებული ფორმები (ქილები, დაბალი ქოთნები, ღრმა ჯამები, ბადიები და სხვა). ჩათალის კერამიკა შეიძლება დავახასიათოთ შემდეგნაირად: არის, როგორც ჩალისფერი, ისე მოშავო 
-მონაცისფრო, აქვს ვიწრო, პირდაგადმოშლი ყელი, ფართოვდება ყელიდან და კვლავ ვიწროვდება ძირში 
(აქვს გამობერილი მუცელი). ჩალისფერ-ღია-ვარდისფერი კერამიკის ზედაპირი უმეტესწილად მოხატულია წითელი საღებავით და ორნამეტირებულია სხვადასხვაგვარი ტექნიკით შესრულებული სახეებით (თუმცა გვხვდება სადა ზედაპირიანებიც). ნახატებს შორის სჭარბობს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები (გადაბმული რომბების რიგები, სწორი ან ტალღოვანი ხაზები) და ზოგჯერ მცენარეული ორნამენტებიც. 

        რელიგია

               ჩათალზე გვხდება შიშველი ადამიანის ფიგურები, რომლებიც ნაპოვნი იქნა ზუსტად იმ ადგილებზე, რომელსაც მელაარტი სამლოცველოს უკავშირებდა. მელაარტის მიხედვით, ფიგურები დამზადებული იყო მარმარილოს, ლურჯი და ყავისფერი კირქვის, კალციტის, ბაზალტისალებასტრისა და თიხისგან.  მისის აზრით, ფიგურები შეიძლება „ქალის კულტის“ ღვთაებრიობას წარმოადგენდეს, ვინაიდან ქალის ფიგურები რაოდენობით აღემატებოდა მამრობითი "ღვთაების" ფიგურებს ( VI დონის შემდეგ ისინი საერთოდ ქრება). პროფესორი ლინ მესკელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ გათხრებში მხოლოდ 200 ფიგურა იქნა ნაპოვნი, მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება და საერთო ჯამში 2000 ფიგურა შეიკრიბა (მათგან 5 % ქალთა გამოსახვაა, უმეტესობა კი ცხოველის). 
              შიშველი ქალის ფიგურებიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევია ზედა ფენებში (მარცვლეულის ურნაში) ნაპოვნი მჯდომარე ქალის ფიგურა, რომელიც დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასთან და მოსავლის მოსვლასთან (მარცვლეულის ურნაში მისი არსებობის საფუძველზე). ქალის ფიგურა მოქცეულია ლომებს შორის. 
მჯდომარე ქალის ფიგურა

            მელაარტი ფიქრობდა, რომ ზოგადად ქალის ფიგურები მატრიარქატთან ასოცირდებოდა, თუმცა მელაარტისეული დედა-ღვთაების ფიგურების ინტერპრატაცია, 2004-2005 წლებში აღმოჩენათა საფუძველზე, უგულებელყოფილი იყო იან ჰოდერისა და მისი საექსპედიციო გუნდის მიერ. მათ მიერ აღმოჩენილი ფიგურათა უმრავლესობა "დედა-ღვთაების" სტილისგან სრულიად განსხვავდებოდა (მხოლოდ ერთი ბაძავს მის სტილს). იან ჰოდერის აზრით, დედა-ღვთაების კულტის ნაცვლად, საიტზე არსებობდა მატრიარქატისა და პატრიარქატის თანასწორობის პირველი ნიშნები. "თურქული ყოველდღიურ ნიუსების" ჟურნალში ის დასძენდა: „იმისდა მიხედვით თუ რას ჭამდნენ და სვამდნენ, ჩათალზე მამაკაცებსა და ქალებს აქვთ იგივე სოციალური სტატუსი. მათ შორის ძალაუფლების ბალანსი სუფევს. ამასვე ადასტურებს კიდევ ერთი მაგალითი, აღმოჩენილი  თავის ქალები. თუ ჩათალ ჰუიუკში ადამიანის სოციალურ სტატუს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ მისი სხეული და თავი ცალკევდებოდა. გათხრების დროს ნაპოვნი ქალისა და მამაკაცის თავის ქალათა რაოდენობა კი თითქმის თანაბარია." (ჰოდერი, 2008 წლის 1 იანვარი, "მოგზაურობა 9000 წლის წინ").
        2000 ფიგურის აღმოჩენის შესახებ დაწერილ 2009 წლის სექტემბერის იან ჰოდერის მოხსენებაში ციტირებულია: "ჩათალ ჰუიკი 1960 იან წლებში იყო გათხრილი მეთოდური გზით, შესაბამისად ნაკლებად იქნა გამოყენებული სამეცნიერო ტექნიკების მთლიანი შესაძლებობები, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია დღეს. მელაარტმა, რომელმაც ეს ადგილი 1960-იან წლებში გათხარა, შექმნა იდეები: საიტის ორგანიზებისა და ცხოვრების შესახებ.....ჩვენ მუშაობა აქ 1990-იან წლებში დავიწყეთ და ჩამოყალიბებთ სრულიად განსხვავებული იდეები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჩათალ ჰუიუკზე "დედა ღვთაების" შესახებ იდეა. მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა რომ ცოტა მტკიცებულებაა "დედა ღვთაების" შესახებ და აგრეთვე ცოტა მტკიცებულებაა ქალზე დაფუძლებული მატრიარქატის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი იმ მითებიდან, რომლებსაც სამეცნიერო კვლევები ძირს უთხრის" (2009 წლის 20 სექტემბერი, ო'ბრაიანი, ჯერემი "ახალი ტექნიკა ძირს უთხრის "დედა ქალღმერთის" როლს საზოგადოებაში). 
                აქვე უნდა აღინიშნოს რომ ესტონელი ფოლკლორისტი უკუ მასინგი ჯერ კიდევ 1976 წელს ამბობდა რომ ჩათალ ჰუიუკი, როგორც სანადირო და შემგროვებელი მოსახლეობის შეკრების ადგილის, რელიგია (ე.ი "ღვთაება") არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული დედა ქალღმერთის ფიგურებთან. იგი გულისხმობდა, რომ შესაძლოა სარიტუალო "ნიშნების" განვითარებას სოფლის მეურნეობისთვის შედარებით დიდი დრო სჭირდებოდა (მოსავლისა და საკვების მფარველობასთან მისი ასოცირება ადრეა). მისი ეს თეორიები ჩამოყალიბებულია ნაშრომში "რამდენიმე შენიშვნა ჩათალ ჰუიუკის ხალხის მითოლოგიაზე".

კირკვის "დედა ღვთაება"
კირისგან ნამზადები
"დედა-ღვთაება", 6300-6000 წწ
.
               2015 წელს ჰოდერმა ზარი მიიღო პოლონელი არქეოლოგის არეკ მარსინიაკისგან, რომლის გუნდი თხრიდა ბორცვის სამხრეთ ნაწილს, სადაც ძველ პლატფორმაზე აგებული ნაგებობის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა თეთრი ფერის ქალის ფიგურა, რომელთან ერთადაც მარცხნივ ობსიდიანისგან ნამზადები საჭრისი, ხოლო მარცხნივ ყვითელი კირქვისგან გამოკვეთილი ფიგურა და გალენას პატარა ნატეხი ეგდო. ფიგურის სიგრძე არის 17 სმ (6.7 ინჩი), ხოლო სიგანე დაახლ. 11 სმ (4.3 ინჩი). წონა 1 კგ (2.2 ფუნტი). ფიგურის დამუშავება მიუთითებს რომ მისი შექმნა მხოლოდ გამოცდილ ხელოსანს შეეძლო. ახასიათებს დიდი, წინ წამოწეული მკერდი და გამოხატული მუცელი, რაც შეიძლება გაიგივებული იქნეს ქალის სიმწიფესთან. ლინ მესკელი მიიჩნევს რომ ფიგურები ასახავს არა "დედა ღვთაებას", არამედ იმ ქალებს, რომლებიც საზოგადოებაში მიაღწიეს მაღალ სტატუს და ისინი ამაღლდნენ ქალღმერთის დონეზე. იან ჰოდერი ფიქრობს რომ მისი მოსაზრება მისაღებია, ვინაიდან ყველა კულტურაში  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და თაყვანს სცემენ უფროს თაობას. "შესაძლოა ეს გაიგივებული იყოს ქალის გარკვეულ და განსაკუთრებულ როლთან, როგორც დედისა და აღმზრდელის როლში'' - იან ჰოდერი. 
                     

      სოციალური ფონი

                    ჩათალ ჰუიუკის დასახლების რეკონსტრუქციის სივრცითი აღქმით შეიძლება ითქვას რომ, მაცხოვრებლებს შორის არსებობდა ნათესაური კავშირი (სახლების ახლომახლო მდებარეობა). 
                მოსახლეობა ორ ჯგუფადაა დაყოფილი. ისინი ცხოვრობდნენ ქალაქის ორივე მხარეს, რომლებიც გამოყოფილი არიან ერთმანეთისგან ხევით. კვლევებით დგინდება რომ ბორცვის აღმოსავლეთ მხარეს მოსახლეობა დაახლ. 10000 კაცს შეადგენდა, თუმცა დროის ცვლასთან ერთად მაცხოვრებლის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და დასახლების მოსახლეობის საშუალო რაოდენობა 5000-7000 კაცამდე უნდა განისაზღვროს. ვინაიდან სახლების უმრავლესობა სავსეა მრავალფეროვანი ქვის სამიწათმოქმედო იარაღთა და მარვლეულის დასამუშავებელი სხვადასხვა საჭირო არტეფაქტი (სანაყები, სასრესები და სხვა) პროდუქციით, ივარაუდება რომ ჩათალის მაცხოვრებლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ხელოსნობა და კულინარია. აგრეთვე მათ ყოველდღიური ყოფა უკავშირდებოდა ერთმანეთს შორის ვაჭრობა, შვილებისთვის ქორწინებაზე მოლაპარაკების გამართვა, საერთო შეკრება, სათემო საქმის გადაწყვეტა, მშენებლობა და ა.შ. ჩათალ ჰუიუკის მდიდარ სამყაროზე მიუთითებს კოსმეტიკური ნივთებისა და სამკაულების სიმრავლე. მაგ: ობსიდიანის სარკე. 
ჩათალ ჰუიკის მაცხოვრებელნი
 (რეკონსტრუქცია)
                  შიშველი ფიგურების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ რომ ჩათალ ჰუიუკის მოსახლეობის ელიტას წარმოადგენდა უფროსი თაობა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რიტუალებში და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. აგრეთვე მამაკაცებსა და ქალებს აქვთ თანაბარი სოციალური სტატუსი, როგორც ეს ჩვეულებრივ გვხვდება ქვის ხანის კულტურებში. ბავშვები უყურებენ ყოველდღიურობას, სწავლობენ როგორ შეასრულონ რიტუალები და როგორ ააშენონ ან შეაკეთონ  სახლები და ხედავენ თუ როგორ აკეთებენ მოზარდები ქანდაკებებს, მძივებსა და სხვა საგნებს. 
               საიტის ზედა ფენებში ჩანს მეურნეობის განვითარების კვალი, კერძოდ ცხოველის მოშინაურებისა და მარცვლეულის მოყვანის ნათშები. აქ კულტივირებული იყო მარცვლოვანი ხორბალი, ქერი, ბარდა, აგრეთვე ნუში, ფისტა და ხილი იკრიფებოდა ბორცვის კიდესთან მდებარე ხეებიდან. მიუხედავად იმისა რომ ცხვარი და საქონელი მოშინაურებულია, ნადირობა კვლავ საზოგადოების მთავარი საქმე ნადირობა რჩება. ცნობილია რომ ობსიდიანის იარაღები გაცვლილი იყო ხმელთაშუა ზღვის მოლუსკებსა და კაჟის ნივთებში სირიდან. 
                იერარქიისა და ეკონომიკური უთანასწორობის ნაკლებობაზე დაყრდნობით, ისტორიკოსი და ანტიკაპიტალისტი ავტორი მიურეი ბუკჩინი ამტკიცებს, რომ ჩათალ ჰუიუკი იყო ანარქო-კომუნიზმის ადრეული მაგალითი, თუმცა 2014 წელს ამის საპირისპიროდ გამოითქვა აზრი, რომ ჩათალ ჰუიკის სახლებში მარცვლეულის დასამუშავებელი ქვების (მაგ: საფრქვავი ქვის ლოდი ე.წ Quern-stone) არსებობა განსხვავებულია და მიუთითებს სოციალური კლასის უთანასწორობაზე. იყო კერძო საკუთრება, თუმცა იყო საერთო საკუთრების ქვები. ასევე ვარაუდობდნენ, რომ ჩათალ ჰუიუკი ნელ-ნელა ხდებოდა ნაკლებად თანასწორუფლებიანი, უფროსი თაობებს შორის სიმდიდრის გადაცემაზე დაყრნობით, თუმცა შესაძლოა მაცხოვრებლებს ჰქონდა ამის შეჩერების მცდელობები (კეტრინ ი. კარენი, 2014 წ, შენიშვნა არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ჟურნალში, გვ.1-33).

        სამარხები

        ჩათალ ჰუიუკის ზოგიერთი სახლის იატაკქვეშ (კერების, საწოლების) აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალები და არასრული ჩონჩხები, რაც მიუთითებს სახლში დაკრძალვის ერთგვარ ტრადიციაზე. სხეული დამარხული იყო ხის დაწნულ კალათებში ან ჭილოფში გახვეული.  ზოგიერთ სამარხებში ძვლები დაზიანებულია, რაც მიუთითებს იმაზე რომ დამარხვამდნენ სხეული ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა და ძვლები შემდეგ შეუგროვებიათ და დაუმარხავთ (სხეული გაჰქონდა ქალაქიდან შორს, აქ ტოვებდნენ სანამ სვავები არ მოაცილებდნენ მთელს ხორცს და აბრუნებდნენ საკუთარ ადგილას). აგრეთვე საფლავებს "შეწუხების" კვალი ეტყობა, ანუ ძვლები ამოუღია (თავი სხეულისგან გაუცალკვევებიათ).
სამარხი ჩათალ ჰუიუკის სახლის ქვეშ
(რეკონსტრუქცია)
                    ეს შეიძლება აღვიქვათ, რომ წინაპართა თავს გამოიყენებდნენ რიტუალებში (ზოგიერთი თავის ქალა სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას აღმოჩნდა). დაკრძალვისას სხეულს ატანდნენ ინვენტარს, კერძოდ ქალებს თითისტარებს, ხოლო კაცებს ქვისგან ნამზადებ ცულებს, ხანჯლებს, ობსიდიანის ქამრებს, სეკირებს. ზოგიერთ თავის ქალა შელესილი ან მოხატული იყო ჟანგმიწით, რაც სავარაუდოდ ადამიანის ნაკვთების შექმნას ემსახურებოდა. ეს აღმოჩენა გაიგივებულია ნეოლითური ხანის ადამიანის თავის ქალას კულტთან, რომლებიც გამოვლენილია ნეოლითური პერიოდის ისეთ ადგილებში, როგორებიცაა იერიქონი და სირია.                                                                                                          
                            ამრიგად ჩათალ ჰუიუკმა, როგორც ნეოლითური ხანის ერთ-ერთმა ნამოსახლარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამიწათმოქმედო მეურნეობის და ყოველდღიური ყოფის არნახულად მაღალგანვითარებული კულტურა, რითაც ანატოლია მკაფიოდ წინ უსწრებდა წინაა აზიის სხვა რეგიონებს ნეოლითის ეპოქის მთელს მანძილზე. 

        ლიტერატურა:

    • მარინე ფუთურიძე, მოკლე სალექციო კურსი,  "„ნეოლითური რევოლუცია“ და ამ ეპოქის ძეგლები ანატოლიაში".
    • რეფრიუ, ბანი,"არქეოლოგია", გვ. 46. უნივერსიტეტის გამოცემა.  


        რესურსები ინტერნეტში



Comments

Popular posts from this blog

პალეოლითის ხანა და მისი ძეგლები საქართველოში

ნეოლითური რევოლუცია