ნევალი ჩორი
ნევალი ჩორი (თურქ. Nevali Çori , ქურთული : Newala Çorî ) — ადრეული ნეოლითური ხანის დასახლება შუა ევფრატზე, შანლიურფას პროვინციაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთში, ზღვის დონიდან დაახლ. 490 მ სიმაღლეზე, ტავრის მთისწინეთში, ევფრატის შენაკადის ქანტარას ორივე ნაპირზე. ნევალი ჩორის არქეოლოგიურმა ძეგლმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა უძველესი ტაძრებისა და მონუმენტური ქანდაკებების არსებობით, შედარებით უფრო ადრეული ხანის გიობეკლი თეფესთან (ნევალი ჩორიდან მდებარეობს 30 კმ-ში) ერთად ერთგვარ რევოლუციას დაუდო საფუძველი ევრაზიის ნეოლითური პერიოდის მეცნიერულ გაგებაში, კერძოდ ივარაუდება რომ გიობექლი თეფეს აშენებიდან დაახლ. 500 წლის შემდეგ (ე.ი ნევალი ჩორი გიობეკლი თეფესგან განსხვავებით ოდნავ ახალგაზრდაა) და მის შემდეგაც, სანამ მსოფლიოში ნეოლითელი ხანის ადამიანი კონკრეტულ ადგილას დამჯდარ ცხოვრებას დაიწყებდა, განავითარებდა მიწათმოქმედებას და მოიშინაურებდა პირუტყვს, ნევალი ჩორისა და გიობექლი თეფეს ბორცვებზე ...