ნევალი
ჩორი (თურქ. Nevali Çori , ქურთული : Newala Çorî ) — ადრეული ნეოლითური ხანის დასახლება შუა ევფრატზე, შანლიურფას პროვინციაში,
სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთში, ზღვის დონიდან დაახლ. 490 მ სიმაღლეზე, ტავრის
მთისწინეთში, ევფრატის შენაკადის ქანტარას ორივე ნაპირზე. ნევალი ჩორის არქეოლოგიურმა ძეგლმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა უძველესი ტაძრებისა და მონუმენტური ქანდაკებების არსებობით, შედარებით უფრო ადრეული ხანის გიობეკლი თეფესთან (ნევალი ჩორიდან მდებარეობს 30 კმ-ში) ერთად ერთგვარ რევოლუციას დაუდო საფუძველი ევრაზიის ნეოლითური პერიოდის მეცნიერულ გაგებაში, კერძოდ ივარაუდება რომ გიობექლი თეფეს აშენებიდან დაახლ. 500 წლის შემდეგ (ე.ი ნევალი ჩორი გიობეკლი თეფესგან განსხვავებით ოდნავ ახალგაზრდაა) და მის შემდეგაც, სანამ მსოფლიოში ნეოლითელი ხანის ადამიანი კონკრეტულ ადგილას დამჯდარ ცხოვრებას დაიწყებდა, განავითარებდა მიწათმოქმედებას და მოიშინაურებდა პირუტყვს, ნევალი ჩორისა და გიობექლი თეფეს ბორცვებზე ცხოვრება უკვე დიდი ხნით ადრე ყოფილა დაწყებული.
ნევალი ჩორის დასახლებას განსაკუთრებულ ხასიათს სძენს აქვე ნაპოვნი ეინკორნის ხორბალის ყველაზე უძველესი ნათშების კვალიც.
გათხრები
 |
| ათათურქის კაშხალი |
თურქეთის ქურთისტანში
მდ. ევფრატზე ათათურქის კაშხლის მშენებლობის დროს გამოვლინდა ძველი დასახლების
ნაშთები, რამაც 1983-1991 წელს ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰარალდ ჰაუპტმანის
გუნდის თანამონაწილეობით, ნევალი ჩორის შესწავლა-გათხრას დაუდო საფუძველი (ამის შემდეგ სამწუხაროდ ნევალი ჩორის ტერიტორია ევტრატის ჯებირებით დატბორილა).დათარიღება
 |
| ნევალი ჩორის დასახლების რეკონსტრუქცია |
ჩატარებული სამუშაოს
შედეგად ნევალი ჩორში ნაპოვნი კაჟის ხელსაწყოების
რადიონახშირბადული დათარიღების საფუძველზე
დასახლების ყველაზე ადრეული ფენები იდენტიფიცირებული იქნა, როგორც კერამიკამდელი ნეოლითის
(PPN) ბ ფაზით. სტრატიგრაფიული ფენებიდან 3 მიეკუთვნება ძვ.წ. მე-IX ათასწლეულის
II ნახევარს (ძვ.წ 8600 - 8000 წწ.), რაც
ემთხვევა ჩაინო თეფესა და მურეიბეტის თარიღსაც, ხოლო მე-IV-ს თარიღი მე-X
ათასწ. აღწევს.არქიტექტურა
ნევალი ჩორის დასახლებაზე ხუთივე არქიტექტურულ დონეზე აღმოჩნდა უძველესი შენობების ნაშთები.
მათი ნაწილი სავარაუდოდ საკულტო დანიშნულებას ემსახურებოდა, ნაწილი კი საცხოვრებელ
სახლებს წარმოადგენდა. მთლიანობაში გათხრილი იქნა 23 შენობა, რომლებიც დაგემარების კუთხით კავშირს
ავლენენ ,,ჩაიონო თეფესთან“.
 |
| მოცემენტებული სახლის სქელი საძირკველი |
მართკუთხა საცხოვრებელ სახლებს,
რომლებიც ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებულ ორ-სამ ოთახებს (ე.წ ანტრესორებით იყო ერთმანეთისგან გამოყოფილნი) შეიცავდა. სახლებს ჰქონდათ
სქელი, მრავალშრიანი საძირკველი, რომელიც დამზადებული იყო დიდი რიყის ქვებითა და ლოდებით. ქვებს შორის სიცარიელე ამოვსებული იყო პატარა ქვებით, რათა ხელი შეეწყოთ მასზე ზემოდან ნაშენი კონსტრუქციის საყრდენის გამაგრებისთვის. საძირქველში დაახლ. 1-1.5 მ. სიგრძის
იატაკქვეშა არხები გადიოდა, რომლებიც ზუსტად სახლის შესავლელის ქვეშ სანახევროდ ქვის
ფილებით იყო დაფარული (დახურული). ასე ნახევრად სანახევროდ დახურვასას მიიჩნევა რომ თავისი საფუძველი გააჩნდა, კერძოდ ისინი სახლის სინათლისა და ვენტილაციისათვის გამოიყენებოდა. |
| ტაძარი ნევალი ჩორში |
განსაკუთრებით აღსანიშნავია
ნეველი ჩორის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, სადაც ზუსტად მთის ფერდობზე ჩაჭრილი იყო სპეციალური
ადგილი, რომელიც სატაძრო კომპლექსის ფუნქციას ასრულებდა. მას სამი არქიტექტურული ფაზა
აქვს (ყველაზე ძველია, ე.წ "პირველი ფაზა", მასთან შედარებით ახალია "მეორე
ფაზა", ხოლო უახლესია "მესამე ფაზა", რომელიც გვიან ნეოლითით თარიღდება). გიობექლი თეფეს
და ჩაიონოს მსგავსად კომპლესის ახალი 2 ფაზის იატაკები დაცემენტებულია (ე.წ ტერაზოს
სტილით), თუმცა ვინაიდან უძველი ფაზის იატაკი არ არის შემორჩენილი, არსებითად არ გაქვს
მასზე ზუსტი ინფორმაცია. |
ლათინური T-ს ფორმის მეგალითები (მარცხნივ ნევალი ჩორის, მარჯვნივ გობეკლი თეფეს) |
კედლების წყობაში
გვხდებით პატარა ქვებს და აგრეთვე გიობექლი თეფეს სარიტუალური ნაგებობების მსგავსად,
ალაგ-ალაგ დატანებულ დიდი ზომის საყრდენ მეგალითებს (ქვის ლოდებს), რომლებიც აშენებული
იქნა მშრალი ქვისგან (ზოგის ქვის სიმაღლე 3 მეტრსაც აღწევს), ხოლო ქვის ამ კონსტრუქციას
გააჩნიათ მსუბუქი გადახურვა (ზემოდან მსგავსი, თუმცა უფრო პატარა ზომის მეგალითი, ამიტომ ისინი ავლენენ გიობექლი თეფეს ლათინური T-ს ფორმის ლოდებთან მსგავსებას). ზოგიერთი მეგალითი შეიძლება
ადამიანს წარმოადგენდეს, სახურავი ადამიანის თავს, ხოლო ვერტიკალური ნაწილი ადამიანის
ტანს, რომლებიც თითქოს ჩაცმულნი არიან "მღვდის" სპეციალური სამოსით (გობეკლი
თეფესგან განსხვავებით). სხვა ანატოლიის ძეგლების მსგავსად ზოგიერთი ზოომორფული თუ
სხვა სიუჯეტური სცენებით არის მოჩუქურთმებული.სკულპტურები და თიხის ფიგურები
 |
| ადამინის თავი გველის ფორმით |
ნევალ ჩორზე ნაპოვნია
ადგილობრივი კირქვისგან მოჩუქურთმებული ქანდაკებები და თიხისგან დამზადებული ფიგურები.
კირქვის ქანდაკები არის ძირითადად შიშველი ადამიანის ფიგურა, რომელსაც თავი ცხოველისაც
ან ფრინველისას მიუგავს, მაგ: ერთ-ერთი ჩიტის ფორმასთან ავლენს მსგავსებას.
 |
| ადამიანის ფორმის გამოწვარი თიხის ფიგურები |
ნევალი ჩორზე ნაპოვნია
მცირე ზომის ადამიანის ფორმის კერამიკული ფიგურებიც, რომელთა ზომა 5 სმ უდრის. მიჩნეულია
რომ მათ ადამიანის გამოსახვის რელიგიური ფუნქცია (ღმერთმისადმი აღთქმის დადება) აკისრია. ისინი იწვებოდა 500-დან 600 °C-მდე ტემპერატურაზე, რაც მიუთითებს იმაზე რომ ნევალი ჩორძე კერამიკული გამოწვის ტექნოლოგია განსაკუთრებით განვითარების მაღალ დონეზე იდგა ჯერ კიდევ კერამიკული ჭურჭლის გაჩენამდე (ანუ ნევალი ჩორზე საკულტო ნივთების გაკეთებას
დაერთვო ჭურჭელის წარმოება განსხვავებით აღმოსავლეთ აზიისგან).ბარელიეფები
 |
ადამიანისა და კუს მოცეკვავე ბარელიეფი , დაახლ. 4795 წ. |
ნევალი ჩორის კირქვის კოლონებს და სტელებს ბარელიფებიც
ამშვენებდა, კერძოდ ფრინველთა, ცხოველთა ან ანთროპომორფული სცენების გამოსახულებით
(ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულია ორი ადამიანი და ერთი კუს მსგავსი არსება, რომლებიც
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ რომ თითქოს ცეკვავენ კარგად მოლხენის შემდეგ. მსგავსი სცენა
შესაძლოა სიკვდილს განასახიერებდეს, ე.ი კუ სიკვდილის სიმბოლოა, თუმცა შეიძლება ის
ნაყოფიერების სიმბოლოდაც მიიჩნეოდეს კიდეც).სამარხები
ნევალი ჩორის ზოგიერთ
სახლში აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალები და არასრული ჩონჩხები, რაც მიუთითებს სახლში
დაკრძავის ერთგვარ ტრადიციაზე. ზოგიერთ სამარხებში გვხდება განსხვებული ტრადიცია, კერძოდ
თავს ცალკე, სხეულს ცალკე კრძალავენ (ჩაინო თეფესთან მსგავსებით).
რესურსები ინტერნეტში
Comments
Post a Comment