პალეოლითის ხანა და მისი ძეგლები საქართველოში
| ნადირობა გლიპტოდონზე |
პალეოლითური ეპოქა თავისმხრივ იყოფა ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად. მისი უძველესი საფეხურებია:
1. ოლდუვაის კულტურა - (2–2,5 მლნ. წლის წინ), აღმოსავლეთ აფრიკა, ტანზანია.
2. აშელური კულტურა - გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე აშელი თარიღდება: აღმოსავლეთ და სამხრეთ, აფრიკა: 1 800 000 – 200 000 წლის წინ, ჩრდილოეთ აფრიკა და ლევანტის ტერიტორია: 700 000 – 200 000 წლის, წინ, სამხრეთ ევროპა: 800 000 – 200 000 წლის წინ, ჩრდილოეთ ევროპა: 500 000 – 200 000 წლის წინ), სახელი ეწოდა საფრანგეთში ქალაქ ამიენის მახლობლად მდებარე სენტ-აშელის კომუნის მიხედვით, სადაც აღმოჩენილია კულტურის პირველი ნამოსახლარები.
3. მუსტიური კულტურა - ქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელი ხანა, რომელსაც მრავალი მეცნიერი „შუა პალეოლითს“ უწოდებს. დაიწყო დაახლ. 160/100 წლის წინათ და დამთავრდა 40 ათასი წლის წინათ, ემთხვევა რის-მიურმის გამყინვარებათშორის და ვიურმის გამყირვარების პერიოდს. მუსტიეს კულტურის მატარებელი იყვნენ ნეანდერტალელები. ისინი ცხოვრობდნენ მღვიმეებში და ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ მამონტის ძვლისა და ტყავისაგან ნაგებ შენობებში. ქვის დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დისკოსებრი და ერთფუძიანი ნუკლეუსები (გულგულები), რომელთაგანაც მიღებულია საკმაოდ ფართო ანატკეცები. ამ ანატკეცებიდან ნაპირების რეტუშით მზადდებოდა სხვადასხვა იარაღი (სახოკები, წვეტანები, სახვრეტები, დანები და სხვა). ძვლის დამუშავება სუსტადაა განვითარებული.
პალეოლითის ხანა საქართველოში:
ქვის ხანის შესწავლა საქართველოში იწყება მე - XIX საუკუნის II ნახევარში, თუმცა ის მხოლოდ შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ქვის ხანის ძეგლების შემსწავლელ მკლევრებს შორის გამოსარჩევია დიუბუეა, მონპრიე, შმიდტი, კოზლოვსკი, ბერნაცკი და სხვანი. ქვის ხანის შესწავლის მეორე ეტაპი იწყება მე-XX საუკუნის პირველ ნახევარში. პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად დადასტურებული იყო 1914 წელს საკაჟიას მღვიმეში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით: 1. ნიორაძეს (ქვის ხანის სადგომების მეცნიერულ გათხრა-შესწავლის საფუძველი), 2. სოლოვიოვი (შავისზღვიპირეთის რეგიონში ქვის ხანის იარაღების შემცველი ადგილსამყოფელის მოძიება) და 3. ზამიატნინი (ძეგლების გამოვლენა, როგორებიცაა ეშერა, გუდაუთა, კალდახვარა შავისპირეთის ზოლში). ამ დროს შედარებით ფართო მასშტატებები და აგრეთვე უკვე გათრილ- შესწავლილ ძეგლს თავიდან თხრიან და შეისწავლიან. მნიშვნელოვანია წონას მღვიმე, მრავალფენიანი კუდარო, ეძანი, აფიანჩა, საგვარჯილე და ა.შ.
ამ პალეოლითური ხანის ძეგლებმა ნათლად დაადასტურა სამხრეთ კავკასიის ცალკეული რეგიონების ინტენსიურად განსახლების პროცესი. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით აქ მუდმივად აქტიურდებოდა ადამიანთა საერთაშორისი ნაკადი და მყარდებოდა კულტურული კავშირურთიერთობები. პალეოლითის ხანიდან მოყოლებული კავკასიონის მთიანათი არ წარმოადგენდა ადამიანებისათვის გადაულახავ წინააღმდეგობას. აქ ქვის ხანის ძეგლები, როგორც ქვედა, ისე ზედა პალეოლითის საფეხურის, ადამიანის მიერ რეგიონის ათვისების სრულიად საწყის საფეხურს წარმოგვიჩენს.
საქართველოს ტერიტორიაზე სულ 400-ზე მეტი პალეოლითური ძეგლია გამოვლენილი. მათ შორის:
1. 70-ზე მეტი აშელის ხანისაა (ქვედა), ძირითადად ისინი წარმოადგენენ გვიან აშელს, მათი თარიღი მერყეობს 1 მლნ - 350000წწ;
2. 200-ზე მეტი — მუსტიესი (შუა),
3. დაახლოებით 100 ზედა პალეოლითის (გვიანი).
დღეისათვის საქართველოში ცნობილია პალეოლითის უძველესი ეტაპის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:
2. რიონ-ყვირილის აუზი; მაგ: სარბები და ჯოყოეთი ჭიათურის რაიონში და კუდარო, ონის
მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ორმაგი ეხი, საკაჟია, ორთვალა მღვიმე, ჯრუჭულა, სამგლე კლდე, შვალიეთის მღვიმე, ჭახათის ეხი.
3. შიდა ქართლი (დღევანდელი სამაჩაბლოს ტერიტორიისა და კავკასიონის სამხრეთ კალთების შუა ზოლის ჩათვლით); ლაშე-ბალთა და ქვედა აშელური ფენების წონა I, II, III (ზღის დონიდან 2100 მერტზე), და კუდარო (ზღვის დონიდან 1600 მეტრზე).
4. მდინარე მტკვრის დაბალმთიანეთი ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში - ადგილსაპოვებელი მარნეულთან, სოფ. სამშვილდესთან, სოფ. მამეისთან, სოფ. გომარეთთან, პატარა დმანისთან და ვარდისუბანთან.
5. ჯავახეთის ზეგანი - ახალქალაქი I და II, კუმურდო.
6. იორ-ალაზნის აუზი - კახეთში, ადგ. ზიარში
მე-3 და მე-5 რეგიონებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ორმხრივი დამუშავების ტექნიკით ნაკეთები იარაღი (ხელცულები, საჩეხები და სხვა). საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის იარაღის დამუშავების კლექტონური ინდუსტრია, რომელიც ხასიათდება მასიური, გლუვ დარტყმის მოედნიანი ანატკეცებითა და ნამზადებით. ამას გარდა, ამავე ეპოქაში იღებს სათავეს ქვის დამუშავების ისეთი დახვეწილი ტექნიკა, როგორიცაა ლევალუა. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ნუკლეუსზე წინასწარ განზრახული ფორმის დამუშავებას და მიღებას სპეციალური მეთოდებით.
აშელის ეპოქაში გავრცელდა ისეთი იარაღების დამზადების ტექნოლოგია, როგორიცაა ორმხრივ დამუშავებული იარაღები, ბიფასები, კლივერები და სხვ. ხელცული (ბიფასი). ეს უკანასკნელი არის უნივერსალური იარაღია. იგი გამოიყენებოდა მრავალი მიზნით, საჩეხად, ხის, ტყავის საჭრელად და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ აშელის დასკვნით ეტაპზე უმჯობესდება ქვის პირველადი და მეორადი დამუშავება საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილია ხელცულები, თუმცა მხოლოდ აღმოსავლეთში არის მასიაურად წარმოდგენილი, ზოგადად, დასავლეთ საქართველოში ხელცულები მეტად მწირი რაოდენობითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ჯავახეთის ზეგანზე გვხდება ბიფასებიანი აშელური იარაღი.
§1. აშელური ძეგლებია:
§1.1. დმანისის ნაქალაქარი
| დმანისი შუასაკუნეების ქალაქი |
დმანისის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ჯერ კიდევ 1936 წელს (ხელმძღვანელები ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე), რომლის მიზანს წარმოადგენდა შუა საუკუნების ქალაქის გამოვლენა, თუმცა გარდამტეხი ეტაპი XX საუკუნის II ნახევართანაა დაკავშირებული, კერძოდ 1960 წლიდან დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ოთარ ჯაფარიძის მიერ მიმდინარე შუა საუკუნეების ქალაქის ნაგრევის საველე კვლევა-ძიების შედეგად ნელ-ნელა ვლინდებოდა ადრეპალეოთური ხანის ზედავილაფრანკული ასაკის ფაუნის ნაშთები და ქვარგალზე დამზადებული პრიმიტიული ქვის იარაღები.
შუა საუკუნების მცხოვრებთან მიერ ჩაჭრილ სამეურნეო ორმოების ერთ ნაწილში სტარტიგრაფიულ ფენებში აღმოჩენილი იქნა კედელთან მიყრილი ცხოველის დამტვრეული ძვლები, რაც თავისმხრივ საფუძველს ქმნიდა ე.წ ნასუფლარის თაობაზე (ხმალკბილა ვეფხვის, ჟირაფის, ბიზონის, ჯეირანი, სამხრეთული სპილოს, ეტრუსკული მარტორქა, მგელი, დათვი და სხვა). პალეონტოლოგმა ა. ვეკუამ ეს ცხოველები მიაკუთვნა ეოპლეიტოცენის დასასრულსა და ქვედა პლეისტოცენის დასაწყისით დაათარიღა. ამ აღმოჩენმა გააღრმავა ინტერესი, კერძოდ გაჩნდა იდეა, რომ სტრატიგრაფიულ ფენებს შორის, იქნებოდა ძველი ქვის ხანის სადგომი. 1983 წელს ჯაფარიძის ინიციატივით სწორედ იმ ორმოსთან დაიწყეს თხრა, სადაც 1966 წელს აღმოაჩინეს სპილოს ძვალი და მართლაც 1983 წელს კვლავ აღმოჩნდა პალეოლითის ხანის განამარხ ცხოველებთან ერთად სხვა იარაღები და ანატკეცები, რაც უკვე მიანიშნებდნენ პალეოლითის ხანის ადამიანის არსებობაზე, შესამისად დადგინდა რომ ე.წ „დმანისელი ადამიანი“ იყენებდა ატკეცის წესით ამუშავებს გაკაჯული ტუფისგან დამზადებულ ქვას, ნადირობს და აგრეთვე შემგროვებლობასაც ეწევა (აღმოჩნილია მცენარეების თესლებიც).
1983, 1987-89 წლების გათხრებმა დაადგინა რომ დმანისი იყო ადრეული აშელის ან წინა აშელის ქვის ხანის ადამიანის სადგომი, ხოლო 1990 წელს კი გაწდაწყდა, რომ დმანისის სულ მცირე 5000 მ2 ფართობზე იყო გადაჭიმული ადრეპალეოთური ძეგლი - ქვედაპალეოლითის ხანის ადამაინის სადგომი.
დმანისის ადრეპაოლითური სადგომის ტერიტორიაზე გამოვლენილი სტრაფიგრაფიული 7 კულტურული ფენა, რომლებიც ბაზალტის ლავებზეა დაფენილი. ესენია უძვლესიდან უახლესიკენ: I . ნაცრისფერი თიხნარი, II. მოყვითალო-მოყავისფრო თიხნარი, III. კარბონატული ქერქი, IV. ყავისფერი თიხნარი, V. მოყავისფრო-მოშავო თიხნარი, VI. შავი ვულკანური ქვიშა და ფერფლი, VII. ბაზალტური ლავა.
| ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები |
„ზეზვა და მზია“ მიეკუთვნებიან ჰომო ერექტუსის განსხვებულ სახეობას - ჰომო გეორკილუსს, რომელსაც დღევანდელი კვლევებით ახლო პარალელები მოეძებნება მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკისა და იავას ანთროპოლოგიურ მასალებში. ანალიზების საფუძველზე დადგინდა რომ დმანისელმა ადამიანმა აფრიკიდან ლევანტის დერეფნით მოაღწია კავკასიამდე, ე.ი ის არის კავკასიაში პირველი ჰომინიდის მიგრაციის ადრეული ტალღის წარმომადგენელი (აქამდე მიიჩნეოდა რომ ეს 80000 წლის წინ მომხდარა, თუმცა დმანისელმა ადამიანმა თარიღი ორმაგად დააძველა), შესამისად ის არის პირველი ადამიანი ევროპის ტერიტორიაზეც. მისი განსახლებისას კავკასიის ტერიტორიაზე ყოფილა მეტად ზომიერი (დღევანდელზე უფრო თბილი) კლიმატი. სავანურ ბიოტეპებს ენაცვლებოდა ტყით დაფარული გორაკები, შესაბმისად მას ყველანაირი გარემო პირობები ჰქონდა აქ ცხოვრებისა და შემდგომი საქმიანობის განსახორციელებლად.
დმანისში მიკვლეული ჰომინიდების წარმომადგენელთა ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური თუ პალეონტოლოგიური მასალების გამო დმანისი პირველ ადგილს იკავებს ევრაზიის უძველეს ადამიანთა სადგომთა შორის. ჯერჯერობით არცერთ ძეგლზე არ აღმოჩენილა ჰომინიდის 5 თავის ქალის ნაშთი ერთად, ზოგგან მხოლოდ ქვის იარაღები იყო წარმოდგენილი და დმანისთან განსხვებით მათ არ გააჩნიათ სანდო გეოლოგიური დათარიღება.
2000-2005 წლებში დმანისის აღმოჩენებს დაერთო სამი ქვედა ყბა, სამი თავის თავი ქალა, ჰომინიდის 50- მდე პოსტკრანილური ძვლები (მალები, ნეკნები, ნებისა და ტერფის ძვალი, კბილები), ხოლო იარაღს დაემატა სხვა ტუფისგან გაკაჯებული ქვარგალები, ანატკეცები, ნუკლეოსები, ჩოპერები და ა.შ.
§1.2. იაშთხვა
პალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი ქ. სოხუმის რაიონში, ქ. სოხუმიდან 7-10 კმ-ის დაშორებით, მთა იაშთხვის დასავლეთით ფერდობის შუა ნაწილში, მდ. გუმისთის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე. იაშთხვის სადგომი პირველად შესწავლილი იქნა 1935-1938 წლებში სერგეი ზამიატნინის მიერ, რომელმაც გამოჰყო რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული 14 პუნქტი, რომელიც შეიცავდა სულ მცირე რამდენიმე ათას ქვის იარაღს, რომელთა დასამზადებლად ძირითადად გამოყენებული იყო იარუსის კაჟი.
იაშთხვის მღვიმე 1958 წელს აღმოჩნდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შავისზღვისპირეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღანელობით. 1959, 1960, 1962 წლების გათხრების შედეგად გაირკვა რომ მღმივეშ დალექილი ფენების სიმძლავრე აღწევდა 1.4 მ-ს. სტრაფიგრაფიულ ჭრილში 4 ლითოლოგიური ჰორიზონტი იქნა დადგენილი. აქედან მეზოლითური მასალა შეესაბემოდა ჰუმუსქვედა ჰორინზონტს. ეს არის კირქვის ღორღნარევი მოყვათალო თიხნარი, რომელიც შეიცავდა 15 ცალ კაჟის იარაღს. მიუხედავად კომპლექსის სიღარიბისა იარაღებში გამოიყოფა გრავეტისნაირი მიკროწვეტანები (5ც) და გვარჯილის კლდის ტიპის წვეტანები (2ც) და სხვა.
იაშთხვის კოლექციაში აშელის, მუსტიეს, ზედა პალეოლითის ხანისა და მეზოლითის შემცველი ფენები, თუმცა შუა პალეოლითური (მუსტიეს) და ზედა პალეოლითური მასალა მწირი რაოდენობითა წარმოდგენილი. მუსტიურ მასალებში კარგად ჩანს გენეტიკური სიახლოვე აშელის ხანის ქვის ინვენტართან. ანატკეცებისთვის დამახასიათებელია მასიურობა, დარტყმის დიდი მოედანი, რელიეფური ბურცობი და სქელი პატინა. ხელცულები და საჩეხი იარაღი მასიურია და პრიმიტიულადაა დამუშავებული. გვხვდება კლექტონური ანატკეცები. ლევალუაზური ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. მუსტიეს ხანისაა ქვის სახოკები, წვეტანები, ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული იარაღი და სხვა. ზედა პალეოლითურია სხვადასხვა სახის საჭრისები და საფხეკები.
§2. მუსტიე:
საქართველოს ტერიტორიაზე მუსტიური ხანის 200-ზე მეტი ძეგლია (მთლიანად კავკასიაში 500- მდე.) ამიერკავკასიაში მათ თითქმის ყველა კლიმატურ-ლანდშაფტურ ზოლში ვხვდებით მთისწინა ზონაში უპირატესად ძირითადი საბაზო სადგომებია გამოვლენილი. მათ შორის სტრატიფიცირებული, ძირითადად თავმოყრილია რიონ-ყვირილის აუზში და ისტორიულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე. სულ გამოიყოფა 5 კულტურა:
§2.1. წოფის კულტურა - მუსტიერული ხანის უადრესი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში. მუსტიური კულტურული ფენის სისქე სამ მეტრს აღემატება. ქვის ინვენტარში კარგად შეინიშნება გენეტიკური კავშირი ფინალურ აშელთან, მართალია მათ ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ არქაული იერი (აშელური), მაგრამ ტექნოლოგიურად შედარებით მაინც უფრო სრულყოფილია. ამიერკავკასიის ძეგლებიდან წოფის ნამოსახლარი შედარებით ახლოს დგას სომხეთში აღმოჩენილ არზნის სადგომთან.
§2.2 ცუცხვათის მღვიმეთა ჯგუფი - ტყიბულის მახლობლად გამოვლენილი ცუცხვათის კარსტული გამოქვაბულების სისტემა. გამოქვაბულების ძირითადი ნაწილი ათვისებული იყო მუსტიეს ხანაში ("ბრინჯაოს", "ბიზონის", "დათვების", "ზედა მღვიმე" და "ორმაგ" ეხებში, როგორც ჩანს, ადამიანს თითქმის მთელ მუსტიერულ ხანაში უცხოვრია). ცუცხვათის ჯგუფის ზედა მღვიმეში (XI სართული) დიდი რაოდენობით იყო ნაპოვნი სხვადასხვა ცხოველის ძვლები. კედლების გასწვრივ ელაგა გამოქვაბულის დათვის თავის ქალები, რომლებსაც ქვედა ყბები აკლდათ. აქ ცოტა იარაღი იყო. შესაძლოა ეს გამოქვაბული წარმოადგენდა მუსტიერული ხანის ადამიანის საკულტო-სარიტუალო ობიექტს. ცუცხვათის გამოქვაბულებში გამოვლენილი ქვის ინდუსტრია გამოირჩევა გარკვეული ლოკალური თავისებურებებით.
§2.3. რიონ-ყვირილას აუზის ე.წ ჯრუჭულა - კუდაროს მუსტიეს კულტურა - ამ პერიოდში ზემო იმერეთში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა მუსტიური ხანის ადამიანის ინტენსიური ცხოვრებისათვის, თანაც ეს მხარე მდიდარია ბუნებრივი გამოქვაბულებით, ფარდულებით და სხვ. უხვად მოიპოვება ნედლეული მასალა, კაჟი ქვის იარაღის დასამხადებლად. გამოქვაბულებიდან აღსანიშნავია ჯრუჭულის, ორთვალა კლდის, თებლოვანას (ეწერი), თეთრამიწა I და სხვ. მრავალფენიანი სადგომები. ამ გამოქვაბულებში უპირატესად ნარჩევი, დასრულებული იარაღები გვხვდება (ეს დროებით ცხოვრების მანიშნებელი უნდა იყოს).
| წონას იარაღები |
წონასა (მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლის (ახლანდელი ჯავის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილის სათავესთან) და კუდაროს (სოფ. ჩასავლის მახლობლად. მდ. ჯეჯორის მარჯვენა ნაპირზე, რიონის შენაკადი) გამოქვაბულების ქვის ინვენტარი ერთგვაროვანი ხასიათისაა. თითქმის არ გვხვდება წარმოების ნაშთები და ყველა იარაღი აქ ძირითადად დასრულებული ფორმისაა. აქ წარმოდგენილია ნადირობასთან და ნანადირევის დამუშავებასთან დაკავშირებული იარაღი – წვეტანები, საფხეკები, დანები. წვეტანები ალბათ ტარზე მაგრდებოდა და შუბისპირის ფუნქციას ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოქვაბულებში მოპოვებული ქვის ინვენტარი ბევრ საერთოს პოულობს ყვირილის აუზის ძეგლებზე და პირველ რიგში კი ჯრუჭულის გამოქვაბულში მოპოვებულ მასალებთან. შესაძლოა ჯრუჭულა მონადირეთა საბაზო სადგომი იყო, კუდარო და წონა კი მათი დროებითი, სეზონური ბანაკები. ზოგიერთი მკვლევარი ცალკე გამოყოფს ჯრუჭულა-კუდაროს მუსტიერულ კულტურას და მის საწყისებს ყვირილის აუზის აშელურ ინდუსტრიაში ეძებს.
§2.4. ცხინვალის მუსტიერულ კულტურა - მუსტიერული ხანის ღია სადგომები აღმოჩნდა შიდა ქართლში, მის მთისწინეთის ზოლში, მუსტიური კულტურა ვრცდებოდა მდ. ლიახვის, ფრონეს, ქსანისა და მეჯუდის ხეობებში. დიდი ლიახვის აუზში მუსტიერული სადგომები აღმოჩნდა სოფ. მორგოსა და ჯიჯოეთში. აღსანიშნავია ცხინვალის ჯგუფის ძეგლები, აღმოჩენილი სოფ. კუსრეთში, თამარაშენში, პეკვინარში და სხვ. გარკვეული თავისებურებების გამო ამ ჯგუფის ძეგლებს ცალკე ცხინვალის მუსტიერულ კულტურაში გამოყოფენ. იარაღის გასაკეთებლად ძირითადად ადგილობრივი ვულკანური წარმოშობის ანდეზიტია გამოყენებული. შედარებით მცირეა ობსიდიანის და კაჟის ნაწარმი, რომლებიც, ალბათ, თრიალეთიდან და ზემო იმერეთიდანაა შემოტანილი. ცხინვალის ქვის ინდუსტრიის თავისებური ხასიათი, შესაძლოა, განპირობებული იყოს, ძირითადად, იარაღის დასამზადებლად გამოყენებული მასალით ანდეზიტით.
| ახალქალაქი III |
განვითარებულ მუსტიეს ხანაში ინტენსიური ცხოვრება ჩანს ივრის ზეგანზეც. ცნობილია ღია სადგომები ცივ-გომბორის მთისწინეთში და დაბალ მთიანეთში, დავით გარეჯის და შირაქის ველებზე. კახეთის ძეგლებია: მელიღელე, ნაგომრებისთავი, სადუღა გორა, უდაბნო I-II, უსახელო ბორცვი, ქისტაური, შავი მთა, ჭაჭუნა II-III-IV. განვითარებულ მუსტიეს ხანაში კვლავ განახლდა ცხოვრება სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ზოლში, ჯავახეთის ზეგანზე (ახალქალაქი III, კუმურდო), ქვემო ქართლში ხრამისა და მაშავერას ხეობებში (ნახიდური, პატარა ხრამი, სამშვილდე, წალკა, წოფი I), გომარეთის პლატოზე.
§3. ზედა პალეოლითი
საქართველოს ზედა პალეოლითური ძეგლებია:
§3.1. საგვარჯილე
§3.2 აფიანჩა
აფიანჩას მღვიმე მდებარობს მდ. კოდორის ხეობაში (გულრიფშის რაიონი), სოფ. წებელდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ მანძილზე, მთა აფიანჩას ფერდობის ძირში, ზღვის დონიდან 455 მეტრ სიმაღლეზე. მღვიმე შექმნილია კირქვის მასივში (კირქვები გამარმარილოებულია და წვრილმარცვლოვან კალცის და კაჟის კონკრეციებს შეიცავს). მისი შესავლელი თაღისებური, დამხრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. მისი სიმაღლე აღწევს 15 მ-ს, სიგანე 23 მ-ია, სიღრმე კი 11 მეტრი. მისი ფართობი 276 მ2. ძეგლი პირველად 1940 წელს სოლოვიოვმა შეისწავლა, რომელმაც თითქმის 7 მეტრის სიგრძის თხრილში დაადგინა ნეოლითური, მეზოლითური და პალეოლითური (ზედა პალეოლითი და მუსტიეს) მასალების შემცველი 7 გეოლოგიური ფენა.
მიუხედავად ამისა აფიანჩას მღვიმეში ფიქსირდება ზედა პალეოლითის გვიანი ეტაპის მასალებიც, კერძოდ მე-3 კულტურულ ფენაში წარმოჩნდა კაჟის ნუკლეუსები (კონუსის ფორმის), დანისებური ლამელებზე დამზადებული საფხეკეები, რომლებსაც რეტუშები დაჰყვება გვერდის გასწვრივ, აგრეთვე გრავეტისებური მიკროლითები, გვერდრეტუშირებული და გვერდდაბლაგვავებული მიკროლამელები, გეომეტრიული ფორმიდან გამოსარჩევია ასიმეტრიული სამკუთხედები. აგრეთვე ძვლის სადგისები, ნემსები და სხვა იარრები, რომელიც აფიანჩას აახლოებს გვარჯილას კლდესთან და ცივ მღვიმეს მასალებთან, შესაბამისად აფიანჩაზე გრდება ზედა პალოლითის ხანაში ცხოვრება.
ზოგადად აფიანჩას თარიღი დაფუძნებულია ძვლის იარაღების საფუძველზე დამერყეობს 17300+-500 (მე-5 ჰორინზონტი) და 14640 -+ 350 (მე-4 ჰორიზონტი) შორის, შესაბმისად ფენათა საშუალო ასაკი მე-17-მე-14 ათასწლეულებს მიეკუთვნება.
§3.3. გვარჯილას კლდე
გვარჯილას კლდე განეკუთვნება ზედა პალეოლითის ეპოქის კარსტული წარმოშობის მღიმეს, რომელიც მდებარობს სოფელ რგანის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 480 მეტრში, მდინარე ჭერულას ხეობაში (15 მეტრ სიმაღლეზე), მის მარჯვენა ნაპირზე, სადაც მას ერთის პატარა ღელე. მღვიმის სიგანე შესავლელთან 14 მეტრია, სიმაღლე 3.5- 4 მ, ხოლო სიგრძე 30, 5 მ.
მღვიმეს 1916 წელს მიაკვლია და ნაწილობრივ გათხარა სტ. კრუკოვსკიმ, რომელმაც 6 მ სისქის 11 ფენა დაადგინა. აქედან 1- ლი, მე-10 და მე-11 ფენები წარმოადგენენ კულტურულ ფენებს, რომლებიც შეიცავენ მდიდარ ფაუნისტურ მასალასა და ქვის (კაჟი, ობსიდიანი) და ძვლის იარაღებს. 1953 წელს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის რგანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კალანდაძესა და თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით განაგრძო მღვიმეში მუშაობა. სტრატიგრაფიულ ჭრილში ლითოგრაფიულ ჭრილში გამოვლენილი იქნა 6 გეოლოგიური ფენა, რომლიდანაც 2 კულტურულ ფენად იქნა მიჩნეული (მე-2 და მე-4). პირველი და მეორე ფენებს შორის იმდენად იდენტურია იარაღებით (დამუშავბეი ტექნიკითა და მასალა) რომ ეპოქალური განსხვავება ვერ დგინდება. სულ 26000- მდე იარაღია, რომლის ძირითადი ნაწილი კაჟისგან არის დამზადებული (მისი ბუდობები მღმიდან 3 კმ-შია). იარაღებიდან გამოსარჩებია ოვალურსამუშაპირიანი, როგორც წაგრძელებულ ლამელებზე, ისე ანატკეცბზე ჩამოყალიბებული საფხეკები, საჭრისები, მიკროლითური საფხები, ანატკეცი და დანისებური ლამელები, ძვლის სადგისები, სხვადასხვა ტიპის დანები (ძირითდად გრავეტის ტიპისა და აგრეთვე „რგანული“ ტიპის), ნუკლეოსები (პრიზმული და კონუსური), სახვრტები, ისრისპირები, შუბისპირები, კაჟის „გვარჯილას ტიპის“ დანა-ხანჯლების, ნემსები, ქვის იაღაღები, რომლებიც 3 ჯგუფად იყოფიან : 1. სამონადირეო და საბრძოლო, 2. ინამოხმარების, 3. იარაღების დასამზადებელი იარაღები (ქვის გრდემლები, ხელცულები, რეტუშორები).
გვარჯილას კლდეში ნაპოვნის მასალები მიუთითებს რომ პირველყოფილი ადამიანი ქვისა და ძვლის დამუშავებაში საკმაოდ დახელვნებული ყოფილა. თითოეული ზედა პალოლითის ხანის რეტუშით არის ბრწყინვალედ დამუშავებული (როგორც დიდი ზომის, სწორი მოყვანილობის ფირფიტებზე და სხვა).
რაც შეეხება ფაუნისტურ მასალას, აქედან გამოსარჩევია: დომბა, ჯიხვი, ქურციკი, შველი, ირემი, მურა დათვი, მღვიმის დათვი, მგელი და ციმბირის მაჩვის, პრომეთეოსის თაგვი და სხვათა ძვლები.
გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართული ცივილიზაციის სათავეებთან“, ლორქიფანიძე,
ნიორაძის ნაშრომები,
გრიგოლია გ., „ქვემო ქართლის პალეოლითი“.
ჯაფარიძე ო. საქართველოს არქეოლოგიის ტ.1. „ქვის ხანის არქეოლოგიური შესწავლის ისტორია“.
ვიკიპედია, პალეოლითი.
ფუთურიძე მ, მოკლე სალექციო კურსი: "კავკასიის არქეოლოგია".
რადიო თავისუფლება, დმანისის ნაქალაქარი და მისი ტურისტული პოტენციალი. იხ. ლინკი.
ილიაანი, ვიაზუალანთროპოლოგია - აფიანჩა, იაშთხშვა, წონა, ახალაქალაქი III,
მემკვიდრეობა, გამოქვაბული საგვარჯილე. იხ.ლინკი
კავკასიოლოგია, იხ. ლინკი.
ვიკიპედია, პალეოლითი. იხ. ლინკი.
Comments
Post a Comment