Posts

Showing posts from December, 2024

ნეოლითური რევოლუცია

Image
                ადამიანს თავის თავშესაფრის - გამოქვაბულის მიტოვებამდე, მის გარეთ პრიმიტიულ სახლების აშენებამდე და ცივილიზაციას პირველი საწყისების მიღწევამდე განვითარების ხანგრძლივი გზის განვლა დასჭირდა, ვინაიდან მიმთვისებლობიდან მწარმოებელ მეურნეობაზე გადასვლა რთულ და მრავალმხრივ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და მისი ხელაღებით, მოკლე დროში განხორციელება შეუძლებელ მისიად რჩებოდა. ეს მხოლოდ ძვ.წ. მე-X-ს ათასწლ. გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ დროს კაცობრიობის განვითარების ისტორიაში დაიწყო ახალი - ნეოლითის ე.წ „ბუმბერაზული“ ხანა, რომელიც ინგლისელმა მკვლევარმა და არქეოლოგმა გორდონ ჩაილდმა რევოლუციასთან გააიგივა, რათა ზედმიწევნით აღეწერა ის უზარმაზარი ნახტომი, რომელიც კაცობრიობას განვითარების თანაუდროდ გადაედგა. ნეოლითის ისტორიული პერიოდი მოიცავს ძვ.წ. მე- X - მე - IV ათასწლეულებს. “ნეოლითი” ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს - " neos " ითარგმნება, როგორც ახალი, განახლებული, " lithos " - ქვა, აქედან გამომდინარე კი  ნიშნავს ახალი ქვის ხანას....

მეზოლითი და მისი ძირითადი მიღწევები

Image
               მეზოლითი  — შუა  ქვის ხანა ,  პალეოლითიდან   ნეოლითზე  გარდამავალი ეპოქა. ტერმინი „მეზოლითი“ გამოიყენა ბრიტანელმა ჯონ ლუბოკმა 1865 წელს.  მეზოლითის დასაწყისი ემთხვევა  გამყინვარების  უკანასკნელი სტადიის დასასრულს (პლეისტოცენი შეცვალა ჰოლოცენის გეოლოგიური ეტაპმა). დამახასიათებელია თანამედროვე ჰავა (თბილი და მშრალი), მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო.  მეზოლითის დადგომა დედამიწის სხვადასხვა არეალში განსხვავებულად თარიღდება. ევროპაში მეზოლითი იყო 10-7 ათ. წლის წინ (დადგენილია რადიოლკარბონული მეთოდით), ჩრდილოეთ რაიონებში კი გრძელდებოდა 6-5 ათ. წლის წინათაც, ახლო აღმოსავლეთში — 12-9 ათ. წლის წინ. თბება ჰავა და უკან იწევს ყინული. ჰავის ცვლილებას მოჰყვა ხმელეთის ძუძუმწოვრების ფაუნის შემადგენლობის შეცვლაც: ამოწყდა ბეწვიანი მარტორქა, მამონტი და სხვა, სამაგიეროდ აგრძელებენ არსებობას ცხენი, ირემი, გარეული ღორი, მელა, მგელი და სხვა.  დროებითი მეზოლითური სადგომის რეკონსტრუქცია, ირლანდია....

პალეოლითის ხანა და მისი ძეგლები საქართველოში

Image
ადამიანის წარმოშობა და მისი ევოლუცია რამდენიმე მილიონ წელს მოიცავს. საზოგადოების განვითარების ისტორიაში ყველაზე ადრეულ და ხანგრძლივ პერიოდს ქვის ხანა წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ადამიანის პირველი გაჩენიდან მოყოლებულ თანამედროვე გეოლოგიური ეპოქის დასაწყისამდე ისტორიულ მონაკვეთს.    ქვის ხანა ადამიანისა და მის მიერვე შექმნილი კულტურის განვითარების შესაბამისად - ქვის იარაღთა ტიპოლოგიური შემადგენლობისა და მათი დამზადების ტექნიკის მიხედვით, აგრეთვე მეურნეობის ხასიათისა და სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის მიხედვით გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შემდეგ ეპოქებად იყოფა: ძველი ქვის ხანა - პალეოლითი , შუა ქვის ხანა - მეზოლითი და ახალი ქვის ხანა — ნეოლითი.  ქვის ხანის მსგავსი დაყოფა ეკუთვნის ინგლისელ არქეოლოგსა და ეთნოგრაფს ჯონ ლებოკს . ნადირობა გლიპტოდონზე         ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია პალეოლითი (ბერძ. παλαιός პალეო... — ძველი და λίθος ...ლ ითოს — ქვა; ძველი ქვის ხანა). პალეოლითის დასაწყისია უძველესი ადამიანების (ჰომო ჰაბილისის, პ...