მეზოლითი და მისი ძირითადი მიღწევები
მეზოლითი — შუა ქვის ხანა, პალეოლითიდან ნეოლითზე გარდამავალი ეპოქა. ტერმინი „მეზოლითი“ გამოიყენა ბრიტანელმა ჯონ ლუბოკმა 1865 წელს. მეზოლითის დასაწყისი ემთხვევა გამყინვარების უკანასკნელი სტადიის დასასრულს (პლეისტოცენი შეცვალა ჰოლოცენის გეოლოგიური ეტაპმა). დამახასიათებელია თანამედროვე ჰავა (თბილი და მშრალი), მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო.
მეზოლითის დადგომა დედამიწის სხვადასხვა არეალში განსხვავებულად თარიღდება. ევროპაში მეზოლითი იყო 10-7 ათ. წლის წინ (დადგენილია რადიოლკარბონული მეთოდით), ჩრდილოეთ რაიონებში კი გრძელდებოდა 6-5 ათ. წლის წინათაც, ახლო აღმოსავლეთში — 12-9 ათ. წლის წინ. თბება ჰავა და უკან იწევს ყინული. ჰავის ცვლილებას მოჰყვა ხმელეთის ძუძუმწოვრების ფაუნის შემადგენლობის შეცვლაც: ამოწყდა ბეწვიანი მარტორქა, მამონტი და სხვა, სამაგიეროდ აგრძელებენ არსებობას ცხენი, ირემი, გარეული ღორი, მელა, მგელი და სხვა.
![]() |
დროებითი მეზოლითური სადგომის რეკონსტრუქცია, ირლანდია. |
მეზოლითის ცხოვრებას აგრძელებს ადამიანის ტიპი ჰომო საპიენს საპიენსი ანუ განვითარებული კარგად მოაზროვნე ადამიანი (თანამედროვე ადამიანი), რომელთა უმეტესობა თანდათანობით საცხოვრებლად ინაცვლებს მდინარესთან ახლოს. სახლები არის კვლავინდებურად, როგორც გამოქვაბულებში, ისე ცის ქვეშ (კლიმატის ცვლილება პასუხისმგებელი იყო მრავალ სოციალურ ცვლილებაზე, მაგ. ადამიანმა შეძლო გამოქვაბულების დატოვება, რომლებსაც სიცივის თავდასაცავად შეეფარა თავი და, ნელ-ნელა, ააშენა მცირე დასახლებები ღია ცის ქვეშ), სადაც ნადირობა, თევზაობა და პროდუქტების შეგროვება მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. ადამიანის მთავარ საქმიანობას კვლავ მიმთისებლობაზეა დამოკიდებული, ანუ „ბუნებისგან მიტაცებაზე“, თუმცა გვხდება გარკვეული ცვლილებაც, კერძოდ მეზოლითის დროს მსხვილჩლიქონებზე ნადირობა შეცვალა წვრილშლიქონებზე (მრავლად გვხდება ირმის, ტახის, შვლის ძვლები გამოქვაბულებში) ნადირობამ. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია მეზოლითის მთავარი მიღწევევი, როგორიცაა ადამიანმა გამოიგონა მშვილდი, მოიშინაურა ძაღლი და განავითარა მეთევზეობა (ანკესისებური იარაღის შემქნა). უნდა აღინიშნოს რომ ნადირობა იყო ინდივიდუალური, რაც ქმნიდან საფუძველს წრილფეხა ცხოველის მოშინაურების და ნეოლითური ეპოქის დაწყებას. შეიძლება ვთქვათ, რომ ცხოვრების წესის გარკვეულმა ცვლილებამ პირველი ოჯახების გაჩენა გამოიწვია, რამაც დროთა განმავლობაში წარმოშვა კლანები და, საბოლოოდ, ტომები.
| მეზოლითის ტიპური იარაღები |
მეზოლითში ადამიანს პოლითეისტურ რელიგიას სცემდა თაყვანს და მაგიურ აზროვნებას უკავშირებდა რელიგიას. ანიმიზმი ყველაზე გავრცელებული რწმენა იყო იმ პერიოდის საზოგადოებებს შორის. აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ნაშთებმა დაადასტურა, რომ მეზოლითში კაცობრიობას, ბუნებრივი მოვლენების გარდა, სჯეროდათ ზებუნებრივი არსებების თევზაობასა და ნადირობასთან დაკავშირებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართული ცივილიზაციის სათავეებთან“, ლორთქიფანიძე,
ინტერნეტსაიტები (ვიკიპედია, როგორც ქართული, ისე ინგლისური).

Comments
Post a Comment