ჰაჯილარი

ჰაჯილარის მდებარეობა
(37.57° ჩ, 30.08° დ).
             ჯილარი (თურქ. Hačilar) - ნეოლით-ენეოლითის ხანის ადამიანთა დასახლება, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიაში, თანამედროვე ქალაქ ბურდურიდან სამხრეთით 26 კილომეტრში, 1.5 კმ ამავე სახელწოდების სოფლიდან (ჰაჯილარის), ზღვის დონიდან 940 მეტრზე, ბურდუს ტბაში ჩამავალი ბოზჩაის (Bozçay river) მდინარესთან ახლო მანძილზე მდებარე ბორცვზე რომლის დიამეტრია (ადრინდელი გათხრების მიხედვით) 150 მეტრია, ხოლო სიმაღლე დაახლ. 5 მ. აღწევს. 
         ჰაჯილარის ბორცმა უზარმაზარი მნიშვნელობისა და რაოდენობის მასალა მოგვცა ნეოლითური ხანის ანატოლიის მოსახლეობის ცხოვრების წესის შესახებ.

არქეოლოგიური ფონი
აჯილარის, როგორც ენეოლით-ნეოლითელი ხანის ადამიანის დასახლება არსებობდა და დამარხულივე იქნა პრეისტორიაში, თუმცა 1950-იან წლებში ის მიწის ზედაპირზე ამოიშალა. 1956 წელს ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა ბორცვი აჩვენა ბრიტანელ არქეოლოგ ჯეიმს მელაარტს, რომელმაც საგულდაგულოდ შეისწავლა, თუმცა გათხრების წარმოება მხოლოდ 1957 წლისთვის გადადო. გათხრებისას, რომელიც 1960 წლის 7 სექტემბრამდე გრძელდებოდა, აღმოჩენილ-აღდგენილი არტეფაქტები დღესდღეობით დაცულია „ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმში“, ანკარაში. 

სტრატიგრაფია
    
ჰაჯილარის ხედი აეროგადაღებით
 ჰაჯილარის ბორცვის დასახლებაში სულ მელაარტმა გამოყო სამი კულტურული ფაზა და 10 სტრატიგრაფიული ფენად, რომლებიც მიუთითებდა მის რამდენიმეჯერ მიტოვებასა და კვლავ თავდაპირველ ათვისებაზე. ეს კულტურული ფაზებია:
                 1. უკერამიკო ნეოლითი ა (PPA),  თარიღდება ჩვ.წ. VIII ათასწ, დაახლ. 7040 წ. I ფენა.        
                 2. გვიანდრლი ნეოლითი, დაახლ. ძვ.წ. 5600-5400 წწ.IX-VI ფენები.
                 3. ენეოლითის ადრეული ეტაპი, დაახლ. 5400-4750 წწ. (V-I ფენები).
        აქვე უნდა აღინინოს რომ მიუხედავად იმისა რომ ჯ. მელარტმა უძველესი ფენა მიაკუთნა ა კერამიკულ (PPNA)  ნეოლითის ფენა კერამიკული ნაწარმის არ ქონის  საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ 1985-  
  89 წლებში  ჩატარებულმა გამოკვლევმა ვერ დაასტურა რაიმე, რაც ა კერამიკამდე ნეოლითზე მიუთითებდა (პირველი გათხრებიდან 25 წლის შემდეგ ეძებდნენ სასაფლაოს ბორცვხე და შემთხვევით კერამიკის რამდენიმე ნიმუშიც იპოვნეს მელაარტის მონათლულ კერამიკულ ფენებში) ბორცვზე და ამდენად დღეს სერიოზულად აღარ განიხილება მისი არსებობა. 
  ნეოლითის სტრატიგრაფიული ფენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია VI-ფენა, რომელიც ჩვ.წ 5590-5399 წლებით თარიღდება და შესაბამისად ის ნეოლითის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. 

მწოლარე ირმის ფორმის
სარიტუალო ვაზა, 
დაახლ. ძვ.წ 6600-6000, VI ფენა
  

VI-ფენაზე ადამიანთა კვალის მრავალი აქტივობა შეინიშნება: ფენაში გამოვლენილია მოედნის გარშემო შემოკრებილი 9 შენობა, ადამიანის მთავარი საარსებო წყარო პირდაპირ დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასთან, კერძოდ კულტივირებული იქნა მარცვლოვანი ხორბალი (Spelt), ხორბალი (wheat), ქერი (barley), ბარდა (peas) და ცერცველა (vetch)
VI  ფენიდან ტახის ფორმის
 სარიტუალო ვაზა.
აქვე ჩანს ცხოველთა მოშენიების კვალიც, კერძოდ ბორცვი სავსეა მსხვილი რქოსანი საქონლის, ღორის, ცხვრის, თხისა და ძაღლის ნათშები.             
               VI ფენა სავსეა კერამიკული ნაწარმით, რომელიც თითქმის მთლიანად გაუფორმებელი ან სუსტის გაფორმებითაა წარმოდგენილი (შეიძლება ითქვას სადა გაფორმება), თუმცა ზოგიერთს აქვს ცხოველის ტანის ფორმა, მაგ: ირემისა და ღორის, რომელიც სავარაუდოდ სარიტუალო ვაზის ფუნქციას ასრულებდა.

       
            VI დონეზე გამოსარჩევია 
შიშველი ქალის ფიგურები, რომლებიც დამზადებულია გამოუმცვარი (გამოუწვავი) თიხისგან, ფიგურები შეიძლება „ქალის კულტის“ ღვთაებრიობას წარმოადგენდეს. ერთ-ერთ ქალის ფიგურაა მჯდომარე დედის ფიგურა ბავშვთან ერთად, ხოლო მეორე ფიგურის ქალი ისეთ შთაბეჭდილებას სძენს რომ თითქოს ორსულადაა.
             უნდა აღნიშნოს რომ ზოგადად ნეოლითის ხანის ფენებში აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი (შეიწავლა დევიდ ფრენჩმა, კერამიკის ექსპერტმა), მსგავსების დონით იმდენად უახლოვდება იმავე პერიოდის ჰალაფის კულტურის (ჩვ.წ 6100- 5100 წწ.) 

 მოყავისფრო-მოწითალო ბავშვის ხელის
ფიგურიანი კერამიკა, IV დონიდან
 

ერამიკას რომ ჯ. მელაარტი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ჰალაფის კულტურა შექმნილიყო ჩრდილოეთიდან მოსული ხალხის მიერ და მისი თავდაპირველი სამშობლო სწორედ „თურქეთის მესოპოტამიაში“  მდებარეობდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ კერამიკის 
გარდა მსგავსებები შეინიშნება მათ ფიგურებშიც.
             II დონეზე, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 5300 წ. დასტურდება რომ ჰაჯილარი გამაგრებული სოფელია, რომელსაც ჰქონდა პატარა ტაძარი, ხოლო I დონე, რომელიც თარიღდება ძვ.წ 5000 წლით, იმდენად განსხვავდება წინა ფენებისგან, ამიტომ მიიჩნევა, რომ აქ ახალმოსულები დასახლებულად (ახლებმა აითვისეს). 


 
 მოხატული კერამიკა II დონიდან
(ვაზა, თასი)


              ძეგლი პირველ დონეზე კიდევ უფრო ძლიერ გაუმაგრებიათ (ჰაჯილარი ამიერიდან ალიზის გალავან შემოვლებულ სოფელს წარმოადგენდა). 
მოხატული თასი I დონე
რაც შეეხება კერამიკულ ჭურჭელს, მათ დამუშავების უფრო მაღალი ხარისხი ეტყობა, კერძოდ
 კერამიკიდან ყველაზე ცნობილია ვაზები, დაბალი ქოთნები, ღრმა თასები და ერთგვარი დაბალ ძირა ქილები,  რომელსაც აქვს გამობერილი მუცელი, თუმცა შედარებით ვიწრო ძირი და ყელი (ყელიდან ფართოვდება მუცელი, თუმცა ძირში ვიწროვდება). ზოგჯერ ახასიათებთ ყურები, თუმცა ესეც გამონაკლისებში. 
                   თუ აქამდე კერამიკული ნაწარმი ყავიფერ ზედაპირიანი იყო, ამჟამად ის წარმოადგენს ძირითადად კრემისფერ (ჩალისფერ) კარგად გაპრიალებულ ზედაპირის მრავალფეროვ ფორმებს, რომელზედაც წითელი საღებავით სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები (გადაბმული რომბების რიგები, მსხვილი წერტილები, სწორი ან ტალღვანი ხაზები, ჭადრაკული მოტივი) და ზოგჯერ მცენარეული ორნამენტებია დატანილი.
გაპრიალებული ძვლის სპაკულა
ცხოველისთვიანი სახელურით

           აქვე უნდა ავღნოთ რომ კერამიკული ნაწარმის გარდა ნამოსახლარზე აღმოჩელია ქვის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძვლის სადგისები, კაჟისა და შემოტანილი ობსიდიანის იარაღები, ძირითადად
 ნამგლის ჩასართები და გახეხილ-გაპრიალებული ცული. უნდა აღინშნოს რომ ჰაჯილარზე  ჩანს
სპილენძის არსებობის კვალი .                                      

  არქიტექტურა

ჰაჯილარის გამაგრებული
ნამოსახლარის რეკონსტრუქცია, 
 მელაარტის მიხედვით (1970 წ). 
 
        ჰაჯილარის საცხოვრებელი
სახლები ერთ  ჯგუფად (ახასიათებთ სახლების ერთმანეთთან მიჯრით განლაგება, თუმცა მათ შორის მცირე ადგილი მაინც არის დარჩენილი) წარმოდგენილია
შიდა ეზოს ირგვლივ. თითოეული მათგანის საძირკველი აშენებული ქვისგან, ისე რომ წყლისგან მიყენებული დაზიანებისგან კარგი საშუალება ყოფილიყო. სახლის კედლები იყო ხის, კარგად ნალესი ან ტალახის აგურისგან დამზადებული, რომელიც საბოლოოდ კირით იყო შედუღებული
ხის ბოძებით იყო გამაგრებული სახლის ბრტყელი სახურავი (სახურავი ეყრდობოდა ხის დედაბოძს). ზოგადად მიჩნეულია, რომ მსგავს სახლების ზედა სართული ხისგან შედგებოდა
.

შიდა სასამართლო, ღუმელი, კერა,
სანაგვე ურნები
          ტიპური სახლების ინტერიერი დასსურებული იყო თაბაშირის გლუვი ფენით, რომელიც მხოლოდ იშვიათად იყო მოხატული. დროთა განმავლობაში საცხოვრებელ სახლების მშენებლობაში გამოიყენება ალიზიც (ადრეულ ენეოლითში), აგრეთვე შიდა ინტერიერს ეტყობა ყოველდღიური ყოფის გარკვეული ტრადიციის ცვლილებაც, კერძოდ იატაკებზე ჩნდება მარცვლეულის საფრქვავი ქვის ლოდები (Quern-stone), საკვების მოსამზადებლად გამოსაყენებელი ცეცხლის კერები (Brazier), ინგრედიენტების დაქუცმაცებისთის ან საფრქვავად გამოსაყენებელი სანაყეები (mortar) და კედლდებში ისეთი ღრმა ჩაღრმავებები (Recesses), რომლებიც შესაძლო კარადების როლს ასრულებდა. 
              ზოგადად მიჩნეულია რომ პირველ სართულზე სამზარეულო გამოყოფილი იყო საცხოვრებელი ოთახებიდან და ზედა სართული გამოიყენებოდა მარცვლეოლის შესანახად სახელოსნოებისთვის. 

ჰაჯილარის დასახლების
 გეგმა V დონისთვის
           უნდა აღინიშნოს V დონეზე ნაწილობრივ გათხრილი მართხუთკა ნაგებობა, სადაც სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, რომლისგან დამზადებული კედლები 70 სმ სიგრძეს აღწევდა, მელაარტის მიხედვით სახლის კედლები და იატაკი საგულდაგულოდ იყო შელესილი, გაპრიალებული. და იყო კენჭის ძირზე დადგმული. თაბაშირი ხშირად წითლად იყო შეღებილი და ელემენტარული გეომეტრიული ნიმუშებით იყო დამშვენებული. ამ ნაგებობაში, როგორც ზოგადად ჰაჯილარის სხვა სახლებში კარის ფუნქციის შემსრულებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ მიიჩნევა რომ შესვლა მხოლოდ სახურავიდან იყო შესაძლებელი.

 II დონე, სამარხები სალოცავის
იატაკის ქვემოთ,
ადრეული ხალკოლითური
   

სამარხები:

       ანატოლიის სხვა ნამოსახლართებთან მსგავსებით (მაგ: ნევალი ჩორი და ჩაინო თეფე) ნაგებობების ქვეშ ჰაჯილარში გამოვლენილი ადამიანის სამარხები (თუმცა სუსტად), რომლებიც შეიცავენ თავის ქალებს და არასრული ჩონჩებს. ეს შეიძლება დაკრძალვის ერთგვარ ტრადიცია აღვიქვათ, კერძოდ ჰაჯილარში პატივს სცემდენ წინაპართა კულტს. 


             ამრიგად ჰაჯილარმა, როგორც ნეოლითური ხანის ერთ-ერთმა ნამოსახლარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამიწათმოქმედო მეურნეობის და ყოველდღიური ყოფის არნახულად მაღალგანვითარებული კულტურა, რითაც ანატოლია მკაფიოდ წინ უსწრებდა წინაა აზიის სხვა რეგიონებს ნეოლითის ეპოქის მთელს მანძილზე. 
   



            
გამოყენებული ლიტერატურა:
  • მელაარტი ჯ. "ჰაჯილარი: ნეოლითის ხანის სოფელი", აგვისტო 1961, გვ. 86.
  • მელაარტ ჯ. "ადრეული ახლო აღმოსავლეთის (დასავლეთ აზიის) ცივილიზაციები", ლონდონი, 1965, გვ. 80.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, თბ., 1987. გვ. 610.
  • "გვიანდელი ნეოლითი, ადრეული ხალკოლითი", 2008 წ. გვ.71.
რესურსები ინტერნეტში:


Comments

Popular posts from this blog

პალეოლითის ხანა და მისი ძეგლები საქართველოში

ნეოლითური რევოლუცია

ჩათალ ჰუიუკი